Dailystar -ის თანახმად ესპანურმა გრანდმა დე ხეას თაობაზე უკვე მიმართა "იუნაიტედს" £60 მილიონიანი შეთავაზებით, თუმცა ეს უკანასკნელი ინგლისელებმა უარით გაისტუმრეს. მანჩესტერს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ დავიდ დე ხეა მიმდინარე ფანჯარაზე გუნდს არ დატოვებს. ამისდა მიუხედავად ესპანური გუნდი კვლავ აპირებს "იუნაიტედს" ახალი, უფრო გაზრდილი შეთავაზებით მიმართოს, რადგანაც ისინი დარწმუნებული არიან, რომ ფეხბურთელს მადრიდში სურს გადაბარგება.
შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა ამჟამად გუნდთან ერთად ამერიკაში იმყოფება. ფეხბურთელი საკუთარ მომავალზე კომენტარს არ აკეთებს.