გუშინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მინო რაიოლა ერთმანეთს მანჩესტერში შეხვდნენ.
შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულ იბრაჰიმოვიჩს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თუ სად გააგრძელებდა იგი მომავალში კარიერას, იბრამ კი ასეთი პასუხი გასცა: "ელოდეთ ხმაურიან განცხადებას"
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ჯერ კიდევ კარინგტონზე ვარჯიშობს. იწერება, რომ იანვარში მას "იუნაიტედი" ახალ კონტრაქტს შესთავაზებას, თუმცა ასევე ვრცელდება ხმები იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა შვედმა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.