"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები "პარის სენ-ჟერმენთან" სერჟ ორიეს თაოაბზე, რომელმაც რამოდენიმე თვის უკან განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა მისი ოცნებაა. გუშინ ფრანგუმა კლუბმა ოფიცილურად დაადასტურა დანი ალვეშის დამატება, რაც უფრო რეალურს ხდის 24 წლის მცველის ტრანსფერს ინგლისურ კლუბში.
ფრანგული L'Equipe-ის ცნობით, ორიემ გასული სეზონის ბოლოს უნაი ემირის "პსჟ"-დან წასვლის სურვილზე ამცნობა, ვინაიდან მას ახალი გამოწვევების მიღება სურს, თავისთავად არც "იუნაიტედი" მალავს სერჟის მიმართ ინტერესს და მზადა ოფიციალური წინადადებითაც მიმართოს ფრანგულ კლუბს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" განკარგულებაში გასულ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანი იყვნენ, მიუხედავად ამისა ჟოზეს აზრით გუნდს აღნიშნულ პოზიციაზე გაძლირება მაინც ჭირდება.