გარი ნევილი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი ნახევარმცველის შეძენა სჭირდება და მათთვის ნემანია მატიჩი იდეალური კანდიდატურაა.
"იუნაიტედმა" შესანიშნავი ფეხბურთელები დაიმატა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ გუნდს ჩამშლელი ნახევარმცველის შეძენა აუცილებლად სჭირდება" – აცხადებს ნევილი.
"მაიქლ ქერიქს გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ მას ყველა მატჩის ჩატარება აღარ შეუძლია. სწორედ ამიტომ გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გამოვა და იგივე საქმეს გააკეთებს რასაც ქერიქი. ამისთვის იდეალურ კანდიდატურად მატიჩი მიმაჩნია."
"მორგან შნეიდერლინმა გუნდი დატოვა, ბასტიან შვაინშტაიგერმა გუნდი დატოვა. მათი შეცვლა აუცილებელია და მატიჩი ამ სიცარიელეს შეავსებს."
მიუხედავად იმისა, რომ მატიჩი ნევილის აზრით "იუნაიტედისთვის" იდეალური კანდიდატურაა ინგლისელს ნაკლებად წარმოუდგენია რომ "ჩელსი" სერბს "მანჩესტერში" გადასვლის უფლებას მისცემს.
"ჩემთვის უცნაური და წარმოუდგენელიცაა რომ "ჩელსი" მატიჩს გაუშვებს. ჩემი აზრით ის კანტესთან ერთად შესანიშნავად თამაშობდა. თუ ისინი მატიჩს გაუშვებენ, ამით გუნდი ნამდვილად დასუსტდება."