"მანჩესტერ იუნაიტედს" მომავალი სეზონიდან მაიკლ ქერიკი უკაპიტნებს. ეს ინფორმაცია "ეშმაკებმა" ოფიციალურად დაადასტურეს.
მაიქლ ქერიქი: "ეს ჩემთვის უდიდესი პატივია ვუკაპიტნო ამ დიდებულ გუნდს. როდესაც აქ მოვედი 25 წლის ვიყავი. წელს კი უკვე მე-12 სეზონს ჩავატარებ "იუნაიტედში". ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ გუნდში ამდენს მივაღწევდი. აქ მოვედი როგორც ჩვეულებრივი ფეხბურთელი, მაგრამ ახლა მე "იუნაიტედის" ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ. მერწმუნეთ ეს გუნდი ძალიან მიყვარს "
"ვიქნები ის ვინც ვარ. შეცვლას არ ვაპირებ. ვუკაპიტნო ამ ფეხბურთელებს ეს დიდი პატივი და გარკვეული წნეხიცაა, თუმცა მზად ვარ ყველაფრისთვის. არ მიყვარს ყვირილი ან ზედმეტი მითითებების მიცემა, მაგრამ როცა საჭირო იქნება ამას აუცილებლად გავაკეთებ. უბრალოდ მსურს რომ ფეხბურთელებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო."
შეგახსენებთ,რომ ვეტერანი ინგლისელი კლუბში 2006 წლიდან ირიცხება,ჯ ამში მან 18 ტიტულის მოგება მოახერხა, 1 ჩემპიონთა ლიგის, 5 პრემიერ ლიგის, 6 ქომუნითი შილდის, 3 ინგლისის სუპერ თასის, ხოლო თითოჯერ FA ქაფის,ევროპა ლიგისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის.