ჟოზე მოურინიომ ისაუბრა თუ როგორ გამოიყენებს ის მეკარეებს წინასასეზონო თამაშების დროს.
"პირველ მატჩში რომერო არ ითამაშებს. 45 წუთი დე ხეას და 45 წუთი პერეირას" - აცხადებს მოურინიო.
"მეორე მატჩში დე ხეა არ ითამაშებს. 45 წუთი რომეროს და 45 წუთი პერეირას. მესამე მატჩში "სიტისთან" კი უკვე პერეირა აღარ ითამაშებს, 45 წუთი დე ხეას და 45 წუთი რომეროს."
შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა გუნდში რჩება, სერხიო რომეროს გუნდში ასევე რჩება. ახალგაზრდა პერეირამ კონტრაქტი გუნდთან გასულ კვირას გაახანგრძლივა. ამიტომ "იუნაიტედი" ახალ სეზონს ამ სამი კიპერით შეხვდება, სემ ჯონსტონი კი დიდი ალბათობით "ასტონ ვილაში" კიდევ 1 წლით დარჩება.