რომელო ლუკაკუ სოციალურ ქსელ "Instagram"-ით "ევერტონის" გულშემატკივრების დაემშვიდობა.
რომელო ლუკაკუ: "მინდა "ევერტონში" მყოფ ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს იმ 4 წლისთვის, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ. თქვენ ყოველთვის მედექით გვერდში და შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ თქვენ წინაშე თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა მომუშავე პერსონალს, ისინი მე პირველივე დღიდან მეხმარებოდნენ რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. მადლობა თანაგუნდელებს, თქვენთან თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. მადლობა ტექნიკურ მომუშავე პერსონალს, რომელმაც დამეხმარა მე გავმხდარიყავი უკეთესი ფეხბურთელი, თქვენთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო. მე აქ გატარებული დრო მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მადლობა საფეხბურთო კლუბ "ევერტონს"
შენიშვნა: ლუკაკუს ტრანსფერი სულ მალე დადასტურდება.