როგორც Daily Star-ი იუწყება "მადრიდის რეალის" შემტევი ნახევარმცველისთვის "პარის სენ-ჟერმენსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის დიდი ბრძოლაა გამართული .
სიახლე არ არის, რომ როდრიგესი უკმაყოფილოა მისი სათამაშო დროით, რომელსაც მას ზიდანი უთმობს და ამიტომ კლუბის დატოვება გადაწყვიტა. გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც იგი ხელფასის მომატებას ითხოვდა და მითხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში გუნდიდან წასვლა დაანონსა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 25 წლის ფეხბურთელი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელიც ასევე მოურინიოს ინტერესებს იცავს და კლუბში გავლენიანი პიროვნებაა.
თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, "რეალის" ფეხბურთელის ბედს ფლორენტინო პერესი გადაწყვეტს.