"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა პორტუგალიელმა მეკარემ, ჯოელ პერეირამ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.
ჯოელ პერეირა: "იუნაიტედში" უკვე დიდი ხანია რაც ვარ და აქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. გასული სეზონი ჩემთვის წარმატებული იყო, მიღებული გამოცდილება მომავალში დიდ დახმარებას გამიწევს. გუნდში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ სადებიუტო მატჩს არაფერი შეედრება. მე მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ასეთი ნდობისთვის. მინდა ამ დიდებული გუნდის წარმატებული მონაწილე ვიყო მომავალი წლების განმავლობაში."
ჟოზე მოურინიო: "გასული სეზონი ჯოელისთვის მნიშვნელოვანი იყო. ბევრი შრომით მან დიდ პროგრესს მიაღწია. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, თუ ის ისევე გააგრძელებს მუშაობას როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა, დარწმუნებული ვარ და არანაირი ეჭვი არ მეპარება რომ ის მომავალი თაობის საუკეთესო პორტუგალიელი მეკარე იქნება. წარმატებები ჯოელ."