დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომელო ლუკაკუს თაობაზე "ევერტონთან" შეთანხმება მიღწეულია. ტრანსფერის საბოლოოდ დასრულებას მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება და სამედიცინო შემოწმების გავლა აკლია.
როგორც ჩანს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს დიდი ლოდინი აღარ მოუწევთ. ერთდროულად რამდენიმე გავლენიანი სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ რომელო ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას დღეს ლოს-ანჯელესში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ დღეს გუნდი პირველ ვარჯიშს გამართავს, კვირას კი ისინი ლოს-ანჯელესში იქნებიან. ივარაუდება, რომ ლუკაკუ გუნდს სწორედ ხვალ, ლოს-ანჯელესში შეუერთდება.