"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიას ახალი მწვრთნელი ჰყავს. რიკი სბრაგია U23 წლამდელების მწვრთნელად "იუნაიტედმა" გუშინ წარადგინა.
სბრაგია "მანჩესტერის" აკადემიას 2002-2005 წლებშიც ხელმძღვანელობდა. მის დროს რეზერვისტებმა "Manchester senior cup", "Premier reserve league north" , "Premier reserve league national championship" მოიგეს. ის ასევე თავკაცობდა "ბოლტონ უონდერერს" , "სანდერლენდს" და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს.
ნიკი ბატი (აკადემიის ყოფილი მწვრთნელი) : "რიკის უდიდესი გამოცდილება აქვს. ის "მანჩესტერისთვის" უცხო არ არის. მისი ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება აკადემიას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელის აღზრდაში."
რიკი სბრაგია: "აქ დაბრუნებით ძალზედ მოხარული ვარ. "იუნაიტედში" ახალი ერა იწყება და ბედნიერი ვარ რომ ამ პროექტის მონაწილე ვიქნები. აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ ჩვენ წარმატებულები ვიქნებით."