თბილისი:
მანჩესტერი:
7-07-2017, 08:37
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3840,
კომენტარები: 17
რა მოხდა სინამდვილეში ?
ყველაფერი რაც უნდა იცოდე რომელო ლუკაკუს პოტენციური ტრანსფერის შესახებ.
რა მოხდა სინამდვილეში ?
Sky Sports -ის ჟურნალისტი ჯეიმს კუპერი რომელუ ლუკაკუს "მანჩესტერში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ:

"მანჩესტერ იუნაიტედის" £75 მილიონიანი შეთავაზება მიღებულია. რამდენი ხანი ამზადებდა "იუნაიტედი" ამ შეთავაზებას ?

"მითხრეს რომ ეს შეთავაზება რამდენიმე კვირის განმავლობაში მზადდებოდა. ეს არ იყო შეთავაზება რომელიც ერთ დღეში ან ერთ კვირაში მომზადდა."

"ჟოზემ ვუდვორდს სასურველი ფეხბურთელების სია მაისის დასაწყისში გადასცა. მას 4-5 პოზიციაზე სურდა ფეხბურთელების შეძენა, თითოეულ პოზიციაზე ჟოზეს 4 კანდიდატურა ჰყავდა. როგორც ვიცი ლუკაკუ მისი ნომერ პირველი სამიზნე იყო"

"ყველანი ფიქრობდა, რომ ლუკაკუს "ჩელსიში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო. ეს მომენტი "იუნაიტედმა" კარგად გამოიყენა და იმუშავა ტრანსფერზე, რომელიც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა."

"გასულ თვეში ლუკაკუმ ჩემს კოლეგას უთხრა, რომ იცოდა თუ სად გააგრძელებდა კარიერას. ამიტომ გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ ტრანსფერი უკვე მაშინ იყო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან სტადიაზე."

როდის იგეგმება ტრანსფერის დასრულება ?

"ფეხბურთელები ვარჯიშს შაბათს უბრუნდებიან. კვირას ისინი ლოს-ანჯელესში გაფრინდებიან. მთელი მომავალი კვირის განმავლობაში ისინი იქ ივარჯიშებენ."

"იუნაიტედს" "ლოს-ანჯელეს გალაქსისთან" და "რეალ სოლტ ლეიქთან" აქვს პირველი მატჩები ჩასატარებელი. შემდეგ ისინი "სიტის", "რეალს" და "ბარსელონას" ეთამაშებიან. სავარაუდოა, რომ ამ მატჩებში მათ უკვე ეყოლებათ ლუკაკუ."

"რა თქმა უნდა შესაძლოა, რომ მათ ლუკაკუ ამ დღეებში დაიმატონ, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს."

"იუნაიტედი" მორატას აღარ შეიძენს ?

"სანდო წყაროების ინფორმაციით "იუნაიტედი" მორატას აღარ შეიძენს. მაგრამ აქ ერთგვარ თამაშთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ლუკაკუს შეძენით "იუნაიტედი" ერთგვარ თამაშს ითამაშებს. თუ მორატას "რეალიდან" წასვლა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ პერეზს აუცილებლად მოუწევს მისი სატრანსფერო ფასის დაკლება. თუ ისინი ფეხბურთელს ფასს დააკლებენ არავინ იცის რა მოხდება."

რამდენად დიდი როლი ითამაშა მინო რაიოლამ ?

"რა თქმა უნდა ამ ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მინო რაიოლაა. მან "იუნაიტედში" უკვე მიიყვანა იბრაჰიმოვიჩი, პოგბა და მხითარიანი. ვუდვორდთან რაიოლას კარგი ურთიერთობა აქვს. ამიტომ რა თქმა უნდა ლუკაკუს ტრანსფერი იტალიელმა დიდი როლი ითამაშა."

წყარო:Sky Sports
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: gega23
7 ივლისი 2017 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
საგოლ.ლუკაკუ ჩვენია.აუ მორატა და ხამესიც რო დაიტრიონ იმენა შეტევაში მრავალფეროვნება გვექნება და მანჩე დაუბრუნდება ძველ ლამაზ და საოცარ ფეხბურტს აჩვენებს.
1
№2
ავტორი: Dato Sirabidze
7 ივლისი 2017 08:48
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gega23
საგოლ.ლუკაკუ ჩვენია.აუ მორატა და ხამესიც რო დაიტრიონ იმენა შეტევაში მრავალფეროვნება გვექნება და მანჩე დაუბრუნდება ძველ ლამაზ და საოცარ ფეხბურტს აჩვენებს.


შეუძლებელია ეგ თითქმის, რეალმა გაწელა მორატას ტრანსფერი, ორ ფეხბურთელს ჩვენთან არ გამოუშვებს, ახლა ხამესი უფრო საჭიროა...
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: kobinio
7 ივლისი 2017 09:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დიაგნოზი: მწვავე ფსიქიკური აშლილობა,შიზოფრენია და შიში.
ეს ახალგამომცხვარი ფანების სინდრომია.უყურებ ფეხბურთს უყურე შე დალოცვილო და სიამოვნება მიიღე ვინ გეკითხება შენ ფერგუნსონი პრეზერვატივით ჟიმავდა გუნდებს თუ ისე!!! მანჩესტერი სულ რომ ჩემპიონშიპში დაქვეითდეს ჩემდათავად ბარსას გვერდზე შემსვლელს მოუყტან პატრონი.
2
№4
ავტორი: Dato Sirabidze
7 ივლისი 2017 09:23
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: kobinio
დიაგნოზი: მწვავე ფსიქიკური აშლილობა,შიზოფრენია და შიში.
ეს ახალგამომცხვარი ფანების სინდრომია.უყურებ ფეხბურთს უყურე შე დალოცვილო და სიამოვნება მიიღე ვინ გეკითხება შენ ფერგუნსონი პრეზერვატივით ჟიმავდა გუნდებს თუ ისე!!! მანჩესტერი სულ რომ ჩემპიონშიპში დაქვეითდეს ჩემდათავად ბარსას გვერდზე შემსვლელს მოუყტან პატრონი.

რას იზამ როცა შეცდომით იბადებიან...
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: ikeoni
7 ივლისი 2017 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Raiola imena datreuli gvyavs)))
0
№6
ავტორი: გრიზმანი 7
7 ივლისი 2017 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
მსგარი ტრანსფერია ჩელსის მაგრად ჩაუდევით
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
7 ივლისი 2017 10:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა ავტორს კარგი სიახლეა, რაც შეეხება ლუკაკუს მგონი უკვე გადაწყვეტილი ამბავია
0
№8
ავტორი: gaga1987
7 ივლისი 2017 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჩელსი მაგარი ჩასვრილი იქნება
0
№9
ავტორი: PaLoMo
7 ივლისი 2017 10:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ragac naingolanze sichumea,ase iyo lukakuzec da iqneb eg transferic daidos
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: kobinio
7 ივლისი 2017 10:45
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: kobinio
დიაგნოზი: მწვავე ფსიქიკური აშლილობა,შიზოფრენია და შიში.
ეს ახალგამომცხვარი ფანების სინდრომია.უყურებ ფეხბურთს უყურე შე დალოცვილო და სიამოვნება მიიღე ვინ გეკითხება შენ ფერგუნსონი პრეზერვატივით ჟიმავდა გუნდებს თუ ისე!!! მანჩესტერი სულ რომ ჩემპიონშიპში დაქვეითდეს ჩემდათავად ბარსას გვერდზე შემსვლელს მოუყტან პატრონი.

რას იზამ როცა შეცდომით იბადებიან...

:)))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top