ბენკსი გამოტყდა, რომ იყო ძალიან ნაწყენი, როდესაც გარი ნევილსგან მოიმინა კრიტიკა დე ხეას მიმართ, რადგან ასე ვერაფერს მიღწევას ვერ შეძლებს: "არ მომეწონა გარი ნევილის ისტყვები, რადგან "იუნაიტედის" მოთამაშეები დევიდს გაშვებულ გოლში არ ადანაშაულებენ. იმ წუთას დავფიქრდი:"საკმარისია, დროა გავჩერდე." მან უბრალოდ შეცდომა დაუშვა. ყველა მოთამაშე უშვებს შეცდომებს. უბრალოდ არ მჯერა, თუ რა მოისმინა ჩემმა ყურებმა." – აცხადებს ლეგენდარული მეკარე Daily Mail–თან.
გორდონი გამოტყდა, რომ გაოცდა დე ხეას სეივებით და ის იმაზე წააქეზა, რომ შეცდომებზე ემუშავა:"მას საოცარი რეაქცია აქვს. ზოგჯერ ის ისეთ ბურთებს იგერიებს, რასაც ბევრი მეკარე ვერ აკეთებს. ძალიან ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი დრო აქვს, რომ განვითარდეს. მან უბრალოდ გამოსვლებზე უნდა ისწავლოს თამაში. მე ყოველთვის ჩემს სისუსტეებზე ვმუშაოდი, რასაც ყოველთვის გამოაქვს შედეგი."
"თანამედროვე მეკარესთვის უფრო რთული დროა, ვიდრე ჩემს დროს იყო. შეიცვალა მატჩის სიჩქარე, ბურთის ტრაექტორიის გამოცნობაც ძალიან რთულია. მე ცოტა არ იყოს მეცოდებიან, ახლანდელი მეკარეები."
"იმ დროს მე გაკვირვებული ვიყავი, რომ სერ ალექსმა ესპანელისთვის ამდენი ფული დახარჯა და არ შეიძინა უფრო გამოცდილი მეკარე. მაგრამ დავიდი მართლაც ნიჭიერია და ეს ფული ტყუილად არ გადაიყარა."