რამდენიმე წუთის წინ The Sun -ის ჟურნალისტმა, ნილ ქოსტსმა საფეხბურთო სამყაროს ნამდვილი ექსკლუზივი შესთავაზა.
ჟურნალისტის ინფორმაციით უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს. ფეხბურთელმა "ევერტონთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ტრანსფერი კი მიმდინარე კვირაში დასრულდება. ინგლისელის სანაცვლოდ "იუნაიტედი" £26.5 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" 13 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 253 გოლის გატანა მოახერხა, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია.