უცხოური გამოცემა "Sport.Es" აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი "ბარსელონა" დაინტერესებულია პრემიერ ლიგაში მოთამაშე ორი მოთამაშით, ესენი არიან "ლესტერ სიტის" მოთამაშე მაჰრეზი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი ანდერ ერერა.
"ბარსელონა" შეთავაზებას გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ მარკო ვერატი "პარიზ სენტ ჟერმენის" დატოვებას არ ისურვებს. ანდერ ერერას სატრანსფერო ფასი ამჟამანდელი ინფორმაციით 30 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანური გუნდიც დაახლოებით ამ თანხას შესთავაზებს უახლოეს მომავალში ინგლისურ გრანდს.