ბრიტანული გამოცემა The Guardian გვატყობინებს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობით უკმაყოფილოა და თავს კარგად არ გრძნობს.
სატრანსფერო ფანჯარა უკვე საკმაო ხანია, რაც გახსნილია, თუმცა ჟოზემ გუნდში მხოლოდ ერთი მოთამაშის დამატება შეძლო, ეს ვიქტორ ლინდელოფია.
"იუნაიტედის" რადარზე ამჟამად, ალვარო მორატა, ნემანია მატიჩი და ივან პერისიჩი არიან. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჭორების თანახმადაა ცნობილი და შესაბამისად არსებობს საშიშროება იმისა, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთმა მოთამაშემ არ მოინდომოს "იუნაიტედის" მაისურის მორგება.
ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ დიდი ალბათობით "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო ტურნეს არასრული შემადგენლობით შეხვდება.