არაფერი ახალიარანაირი ახალი სატრანსფერო სიახლე. დღეს ყველაზე მშვიდი "სატრანსფერო დღე" იყო...
ივან პერიშიჩიდი მარციოს განცხადებით "ინტერი" ელოდება, თუ როდის გადაიხდის "მანჩესტერი" ხორვატში 50 მილიონ ევროს. ამ თანხის სანაცვლოდ ისინი თანახმა არიან გაუშვან პერიშიჩი. ამასთან შესაძლოა ტრანსფერში მატეო დარმიანიც ჩართვაც.
რომელო ლუკაკუThe Sun -ის ინფორმაციით ალვარო მორატას ტრანსფერი "იუნაიტედში" უკვე დასრულებულია. თუმცა ამის მიუხედავად მოურინიოს მაინც სურს რომელო ლუკაკუს შეძენა. პორტუგალიელი მომავალ სეზონში ორი ფორვარდით აპირებს ასპარეზობას.
უეინ რუნიThe Sun-ის თანახმად უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" იმ შემთხვევაში დატოვებს თუ ის გუნდისგან £30 მილიონს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ რუნის გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. კვირაში კი მისი ანაზღაურებ £300,000 შეადგენს.
მატეო კოვაჩიჩიDiario Madridista ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას მატეო კოვაჩიჩის შეძენა დაავალა. ახალგაზრდა ხორვატით ასევეა დაინტერესებული ფრანგული "პსჟ".
კიერან თერნეიროგორც Daily Mirror იტყობინება, ჟოზე მოურინიო პერსონალურადაა დაინტერესებული გლაზგოს "სელტიკის" 20 წლის მარცხენა განაპირა მცველით, კიერან თერნეით. ჟოზე მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელს ლუკ შოუს შემცვლელად მოიაზრებს. მისი შეძენა "იუნაიტედს" £15 მილიონი დაუჯდება.

