თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2017, 09:42
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2766,
კომენტარები: 16
ოფიციალურად: "იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედი" დატოვა"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდი ოფიციალურა დატოვა.
ოფიციალურად:
დღეს 1 ივლისია, რაც იმას ნიშნავს რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. დღეს გუნდს ის ფეხბურთელები დატოვებენ, რომლებთაც ხელმძღვანელობამ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

ერთ-ერთი მათგანია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სერიოზული ტრავმის გამო "იუნაიტედმა" შვედს კონტრაქტი აღარ შესთავაზა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს გუნდიდან ოფიციალურად გაირიცხა და ის ახლა თავისუფალი აგენტია.

ამ მოვლენებს იბრა "Instagram" -ით გამოეხმაურა:

"მოვედი. ვთქვი. გავიმარჯვე."


ოფიციალურად: "იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედი" დატოვა"
ახალი ამბები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№1
ავტორი: shvilda
1 ივლისი 2017 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
სამწუხაროა!!!
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2017 09:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცუდია ამის კარიერია "იუნაიტედში" ესე რო დასრულდა, მართალია სამი ტიტულით დატოვა გუნდი მარა ველოდი რომ ერთი სეზონი დარჩებოდა და ლიგაზე დიდ დახმარებას გაგვიწევდა
0
№3
ავტორი: ikeoni
1 ივლისი 2017 09:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ibraaa((( warmatebebiii momavalshiii
0
№4
ავტორი: დავითი
1 ივლისი 2017 09:47
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
არსად არ წასულა, საწვრთნელ ბაზაზე გადის რეაბილიტაცია, აქ არ წერია რო მიდის! ასე რო ჯერ ადრეა.... იმედია +1-ს გამოიყენებს და იანვარში ლომი დაბრუნდება...
0
№5
ავტორი: gache1991
1 ივლისი 2017 09:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან დიდი მადლობა ზლატანს ყველაფრისთვის,ცუდია რო აქამდე არ მოვიდა ჩვენთან...უზომოდ დიდი პროფესიონალია,ყველა შეხვედრაში ბოლო წუთამდე იხარჯებოდა თუნ წინ და თუ უკან..ვნახოთ რას ვიზავთ ტრანსფერებზე,ყოველშემთხვევაში იბრას წასვლა მარსიალისთვის და რეშფორდისთვის ძაან დიდი შანსია,მაგათ ყველაზე მეტად ჭირდებათ ეხლა სათამაშო დრო..ძაან ბევრს ლაპარაკობენ ეს დღეებია და თვეებია მბაპეზე და უდავოდ რო ნიჭიერია მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია,მაგრამ...არავიზე ნაკლებად,თუ მეტად ნიჭიერი არ არი რეშფორდი,ძაან დიდი ფუფუნებაა ამ ბიჭის ყოლა,ერთადერთი რითაც რეშფორდზე ამდენი ლაპარაკი არ მიდის რამდენიც მბაპეზე არი ის რო იმან ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და Iტამაშა რათქმაუნდა ძალიან კარგად...იგივე პოტენციალი ქონდა მარსიალს როცა მონაკოში იყო და როცა მოვიდა ჩვენთან და დაამტკიცა ყველაფერი.თუნდაც პირველივე თამაშში ლივერპულთან.ასე რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა იბრასადმი რომლის მართლა მადლობელი ვარ:)ზოგი ჭირი მარგებელიაო,ახალ სეზონში მარსიალმა,რეშფორდმა და ალბათ მორატამ:))უნდა გამოიყენონ ეს შანსი
0
№6
ავტორი: Dato Sirabidze
1 ივლისი 2017 10:21
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: დავითი
არსად არ წასულა, საწვრთნელ ბაზაზე გადის რეაბილიტაცია, აქ არ წერია რო მიდის! ასე რო ჯერ ადრეა.... იმედია +1-ს გამოიყენებს და იანვარში ლომი დაბრუნდება...



წავიდა გუნდიდან... გაუშვა "იუნაიტედმა"... თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ იანვარში გამორიცხულია ახალი კონტრაქტის შეთავაზება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: mufc1878
1 ივლისი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
მგონი უკეთესია ავტორი თუ ლმობიერად დაწერს იბრაზე.გაირიცხა და ჩაირეცხას გარეშე.

იმ კაცზე რომელმაც გვათრია 2016-2017 წლის სეზონი

იმე კაცზე რომელიც ისტრორიაში უდიდესი ფორვარდია.კიჭას და ანრის მერე საუკეთესო

და კიდე ინფო არარის სრული სიმართლე,იბრა კარინგტონზეა და ვარჯიშობს შეიძლება დავიტოვოთ,თუარადა ატლეტიკოს მიყავს
1
№8
ავტორი: kantona-7
1 ივლისი 2017 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მადლობა იბრას რას ჩვენი გუნდისთვის გააკეთქ.... წარმატებებს უსურვებ და მალე გამოჯანმრთელებას...მსოფლიოს ცოცხალი ლეგენდაა ესკაცი და არასოდეს დამავიწყდება ამის თამაში(მითუმეტეს მანჩეს ფორმაში<3)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: dzia_David
1 ივლისი 2017 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
არ ვიცი რა სეესაბამება სიმართლეს და რა არა მაგრამ, მოვიდა ეს კაცი და დაგვადებინა ისე შედეგები რაც წელს დავდეთ, იბრააკაა დაბრაა, მადლობა ამ კაცს ყველაფრისთვის... ის მაინც გამარჯვებული ტოვებს იუნაიტედს, პრემიერ ლიგაშიც დაამტკიცა მან რა დონის ფორვარდიც არის. ახლა კი წარმატებები მას ახალი ტერიტორიების დაპყრობაში ;დ
0
№10
ავტორი: Dato Sirabidze
1 ივლისი 2017 13:34
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: mufc1878
მგონი უკეთესია ავტორი თუ ლმობიერად დაწერს იბრაზე.გაირიცხა და ჩაირეცხას გარეშე.

იმ კაცზე რომელმაც გვათრია 2016-2017 წლის სეზონი

იმე კაცზე რომელიც ისტრორიაში უდიდესი ფორვარდია.კიჭას და ანრის მერე საუკეთესო

და კიდე ინფო არარის სრული სიმართლე,იბრა კარინგტონზეა და ვარჯიშობს შეიძლება დავიტოვოთ,თუარადა ატლეტიკოს მიყავს


მოდი იქედან დავიწყოთ რომ ჩაირეცხა არსად არ წერია... გავაგრძელოთ იმით რომ გარიცხვა სალანძღავი სიტყვა არაა და ასახავს მის სიტუაციას... ტრავმის გამო კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს...ლმობიერება არაფერ შუაშია, ჩემზე მეტად არამგონია ვინმე აფასებდეს მის ამაგს... და ბოლოს... სრულად არ შეესაბამება სიმართლესო... რა არ შეესაბამება ? იურიდიულად იბრაჰიმოვიჩი იუნაიტედის ფეხბურთელია ? არა, ფორმაში რომ იყოს შეძლებს თამაშს ? არა. კარინგტონზე ვარჯიშით შეიძლება კიდეც დარჩეს და კიდეც სხვა გუნდში წავიდეს... კარინგტონზე ვარჯიში იუნაიტედის ფეხბურთელობას არ ნიშნავს... კონტრაქტი უნდა გქონდეს გუნდთან და იბრასა და იუნაიტედს შორის არანაირი კონტრაქტი არ არსებობს... ამიტომ აქ რაც წერია სრულად შეესაბამება სიმართლეს, ინფორმაციების მოგონება ნამდვილად არაა ჩემი ჰობი smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top