ვიქტორ ლინდელოფის მოყვანის შემდეგ, ბევრი დაიწერა იმის თაობაზე, რომ "იუნაიტედის" დაცვის ინგლისური დუეტიდან (სმოლინგი-ჯონსი) რომელიმე აუცილებლად დატოვებდა გუნდს.
ESPN იტყობინება, რომ როგორც ჩანს გუნდიდან წასვლა კრის სმოლინგს მოუწევს, რადგანაც გამოცემის თანახმად "იუნაიტედი" მზადაა ჯონსის თაობაზე ყველა შემოთავაზება უარით გაისტუმროს.
ინგლისელ მცველს კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კონტრაქტის 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფილ ჯონსმა 26 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.