"მონაკოს" ბრაზილიელი ფეხბურთელის შესახებ ბევრი იწერება. მის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს", თუმცა როგორც ჩანს ბრაზილიელისთვის ბრძოლაში "მანჩესტერს" კონკურენტი გამოუჩნდა.
კონკურენტი კი პარიზული "პსჟ" გახლავთ. L'Equpe -ის თანახმად პარიზელები უფრო აქტიურად იყვნენ დაინტერესებული ფაბინიოს შეძენით და მათ მიაღწიეს კიდეც მასთან შეთანხმებას.
პარიზელები ფაბინიოში £40 მილიონს გადაიხდიან. ფაბინიო "პსჟ" -ში მარკო ვერატის შემცვლელად მოიაზრება, რადგანაც ვრცელდება ხმები, რომ იტალიელი ახალ სეზონს "ბარსელონას" რიგებში დაიწყებს.