ალვარო მორატა უკვე დიდი ხანია, რაც "იუნაიტედის" რადარზეა. უფრო მეტიც, ესპანელი ჟოზე მოურინიოს ნომერ პირველი სამიზნეა.
როგორც ჩანს პორტუგალიელი მორატას შეძენისგან შორს აღარ არის, რადგანაც Daily Express იტყობინება რომ, მორატამ უკვე ესაუბრა მეგობრებს მისი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ ოფიციალური დადასტურებაა საჭირო.
ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება £70 მილიონს შეადგენს. ესპანელი "იუნაიტედში" ფორვარდის პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ მორატამ გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა მადრიდის "რეალის" რიგებში ჩატარებულ 26 შეხვედრაში.