მას შემდეგ რაც, კატალონიის "ბარსელონამ" მთავარ მწრვთნელად ერნესტო ვალვერდე დანიშნა, სპორტულ მედიაში მოხშირდა ხმები იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი ერერას შეძენით იყო დაინტერესებული და შესაძლო იყო ესპანელს ინგლისი დაეტოვებინა.
თუმცა, როგორც Independent იტყობინება მანჩესტერელები ერერას არ გაუშვებენ, რადგანაც ისინი მას გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრებენ. უფრო მეტიც, "იუნაიტედი" ერერას მომავალ კაპიტნად მიიჩნევს.
ანდერ ერერას მიმდინარე კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება, თუმცა ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომატურად 1 წლით კონტრაქტის გახანგრძლივებს. რა თქმა უნდა უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით გუნდი ერერას კონტრაქტს სეზონის მიმდინარეობისას გაუგრძელებს და ესპანელი "მანჩესტერში" დიდი ხნით დარჩება.