თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2017, 10:30
ავტორი: Tyeshela,
ნანახია: 2343,
კომენტარები: 11
პოგბა კრიტიკოსებს დასცინის
პოგბამ კრიტიკოსებს დასცინა.
პოგბა კრიტიკოსებს დასცინის
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა დასცინა მათ, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში ,,იუნაიტედის'' თამაშსა და გოლების ნაკლებობას აკრიტიკებდნენ. ის აცხადებს რომ მისთვის მთავარი ტიტულებია და მიუხედავად სუსტი პერფორმანსისა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა სამი თასის მოგება.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა'' გასულ სეზონში მხოლოდ 54 გოლის გატანა მოახერხა პრეიერ ლიგაში და მეექვსეზე ადგილი დაიკავეს. ამის მიუხედავად, მათ მაინც მოახერხეს ევროპის ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება, ასევე, ლიგის თასისა და ქომუნითი შილდის მოგება.

გაზეთ ,,Esquire''-სთან საუბარში პოგბამ განაცხადა:,,მე მესმის, რომ წინა სეზონში კარგად არ გვითამაშია. ეს არ გაგვიკეთებია, თუმცა ვიცი რაც გავაკეთეთ - სამი ტიტული მოვიპოვეთ და ყველაზე მნიშვნელოვანიც ესაა.

შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო და ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდე, მაგრამ თუ ტიტულს არ მოიგებ ვის დაამახსოვრდები? არავის, მართალია?''
გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე პოლი დიდი მითქმა-მოთქმის სუბიექტი გახდა, ვინაიდან ის სარეკორდო თანხის, 89 მილიონის, სანაცვლოდ გადმოვიდა ,,ივენტუსიდან.'' მიუხედავად აისა, ფრანგმა განაცხადა, რომ ის არ ფიქრობდა მასში გადახდილ თანხაზე.

,,ერთ კვირაში სრულიად დავივიწყე'' -ის ამბობს. ,,რადგან როდესაც მოკვდება, ყველაზე ძვირიანიც და ყველაზე იაფიც, ორივე საფლავში ხვდება, ამიტომ ამაზე არც კი ვფიქრობდი.''.

პოგმამ მანჩესტერი 2012 წელს, სათამაშო დროის სიმცირის გამო დატოვა. მაგრამ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღეს უკან დაბრუნდებოდა. ,,მე მანჩესტერი დავტოვე იმიტომ, რომ მეთამაშა. არ ქონდა მნიშვნელობა თუ სად. სულ ეს იყო რაც მინდოდა. იმის მიუხედავად, რომ ასაკით პატარა ვიყავი, ვგრძნობდი, რომ შემეძლო თამაში მაშინ და მოცდა არ მინდოდა. ჩემს გონებაში ვიცოდი რომ ეს დასასრული არ იყო და ერთ დღეს შესაძლოა დავბრუნებულიყავი. დედაჩემმა მითხრა:,, ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდები'' და ახლა აქ ვარ: ვარცხნილობას ვიცვლი მანჩესტერში.''

პოგბა, რომელიც მუსლიმია, თავს განადგურებულად გრძნობს სუიციდალური ბომბ შეტევით ,,Manchester Arena''-ზე. და გული წყდება როდესაც მსგავს მოქმედებებს ისლამს უკავშირებენ.

,,ეს ძალიან რთული მომენტია მაგრამ დანებების უფლება არ გვაქვს. მათ არ ნდა მივცეთ უფლება, შემოვიდნენ ჩვენს თავებში.- ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ. ბევრი სამწხარო რაღაც ხდება ცხოვრებაში მაგრამ ცხოვრება უნდა განაგრძო. შენ არ შეიძლება მოკლა ადამიანი, ეს რაღაც სიგიჟეა და არ მინდა ეს რელიგიას მიეწეროს.''

,,ეს არ არის ისლამი და ეს ყველამ იცის. მე ერთადერთი არ ვარ ვინც ამას იძახის.''

[b]რამდენიმე კვირის წინ პოლ პოგბას მამა, ფესუ ენტუანი, 79 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის აცხადებს:[b],,როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავ სხვანაირად ფიქრობ. ამიტომაც ვამბობ, რომ ვერთობი ცხოვრებით, რადგან ის ძალიან ხანმოკლეა. მახსოვს თუ როგორ ვესაუბრებოდი მამაჩემს და ახლა იგი აქ აღარაა.''

,,მამაჩემი ძალიან ძლიერი და ჯიუტი ადამიანი იყო. ის იბრძოდა, მაგრამ მის ასაკში ეს მარტივი არ არის. ძალიან კარგი მამა იყო და ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ. ის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კაცია, ვისაც ოდესმე ვიცნობდი. როდესაც მასთან იყავი სულ გაცინებდა. ასევე ძალიან ჭკვიანიც, რადგან ის პროფესორი იყო. ბედნიერი მოგონებები კარგად უნდა დაიმახსოვრო."

ინტერვიუ ნათარგმნია telegraph.co.uk-იდან
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Tyeshela
30 ივნისი 2017 11:12
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
25 წუთი ვწერდი

:Dd
2
№2
ავტორი: ikeoni
30 ივნისი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor...dzalian magari gvyavs da momaval sezonshi Bevrad magrad itamashebs
0
№3
ავტორი: dzia_David
30 ივნისი 2017 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მაგარი კაცია და ამას წლები უფრო და უფრო უკეთესს გახდის დარწმუნებული ვარ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივნისი 2017 11:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: Tyeshela
25 წუთი ვწერდი

:Dd


კარგია ვასაფებთ winked
1
№5
ავტორი: gaga1987
30 ივნისი 2017 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
პოგბიტო კაი კაცი ხარ შენ და ეგრე გააგრძელე
0
№6
ავტორი: basota
30 ივნისი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
№7
ავტორი: kantona-7
30 ივნისი 2017 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მიდი პოლ ეხლა ეპლი და ლიგა დადერო ყველა დაადუმო სამუდამოდ ვინც გაკრიტიკებს კიდევ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Tyeshela
30 ივნისი 2017 12:54
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ციტატა: basota

ერთი კითხვა მაქვს, ეს რეკლამირება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ხდება? თუ არა, იქნებ დაადოთ ბანი. რამე წესიერს მაინც უკეთებდეს რეკლამას კიდე მესმის.
0
№9
ავტორი: temo-scholes
30 ივნისი 2017 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: Tyeshela
25 წუთი ვწერდი

:Dd

"tyeshela" აი პირადად შენ ძმაო უღრმესი მადლობა ამ სტატიისთვის და შრომისთვის <3
1
№10
ავტორი: stepno
30 ივნისი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love პოლლ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top