ანდერსონი ერთ-ერთი იყო რომელმაც 2008 წლის ფინალში "ჩელსისთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიელმა სწორედ "ჩელსისთან" შესრულებული პენალტი გაიხსენა.
"მოედანზე პენალტის შესასრულებლად გამოვედი. მაშინ ბურთზეც კი ვერ მოვასწარი შეხება" - იხსენებს ანდერსონი Radio Gineral -თან. "სათადარიგოთა სკამზე ვიყავი. გიგზი მოვიდა და თქვა რომ მე უნდა შემესრულებინა პენალტი. მაშინ 20 წლის ვიყავი. ჩემთვის ჩავილაპარაკე: ღმერთო ჩემო."
"გუნდის ისტორია და ბედი ჩემს ხელში იყო. საკუთარი ნებით ნამდვილად არ გამოვთქვამდი პენალტის დარტყმის სურვილს. მაგრამ ახლა რა გზა მქონდა ? მოედანზე გამოვედი, ფერგის ყვირილი მესმოდა: "მიდით ბიჭებო"... მატჩი ისე დასრულდა ბურთსაც ვერ შევეხე."
"მახსოვს როგორ ავიღე ბურთი და პენალტის ნიშნულისკენ გავემართე. ეს იყო ყველაზე რთული მანძილი რომელიც მე ოდესმე გამივლია. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ნიშნულს ვგრძნობდი რომ მით უფრო მიტაცებდა შიში და დაძაბულობა. თან პენალტს იმ მხარეს ვასრულებდით სადაც ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ."
"ბურთი თეთრ ნიშნულზე მოვათავსე. კარისკენ გავიხედე და ჩეხი გიგანტად მომეჩვენა, ხელები გაშალა და გავიფიქრე რომ შანსი არ მქონდა. მინდოდა მთელი ძალით დამერტყა, შემდეგ თვალები დამეხუჭა და მელოცა რომ ბურთი ბადეში გახვეულიყო. 3 თუ 4 ნაბიჯი გადავდგი და დავარტყი. თვალები დავხუჭე და შემდეგ მივხვდი რომ ბურთი ბადეში იყო."
"ვან დერ საართან ბევრჯერ მივარჯიშია პენალტების შესრულებაზე. ჩეხიც მაღალი მეკარე იყო და ვიცოდი რომ დარტყმა მხოლოდ ძლიერად უნდა შემესრულებინა, თუ კუთხეში დავარტყამდი ჩეხი მას დაიჭერდა. საბოლოოდ მოხდა ის რაც მოხდა, გამოვარდნილ ბურთს მეორეჯერაც მთელი ძალით დავარტყი რადგან არანორმალურად დაძაბული ვიყავი და მაქსიმალურად მინდოდა სიამოვნების მიღება. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყა იყო რომელიც საბედნიეროდ წარმატებული გამოდგა."