უეინ რუნის მომავალი უკვე დიდი ხანია რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უამრავი სპორტული გამოცემა წერს ინგლისელის "იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლაზე. ფაქტია რუნის "ოლდ ტრაფორდზე" რთული დრო დაუდგა. მას მომავალში მსოფლიო ჩემპიონატი აქვს, კლუბში კი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. სწორედ მის მდგომარეობაზე ისაუბრა რაიან გიგზმა.
"რუნის დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მას დღესაც შეუძლია გოლების გატანა. მიეცი მას შანსი და ის მას გამოიყენებს."
"მნიშვნელოვანია როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს "იუნაიტედში". თუ რუნი უარს იტყვის ძირითადის ფეხბურთელობაზე, დაჯდება სკამზე და უბრალოდ სკამიდან შეეცდება გუნდის დახმარებას ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია "იუნაიტედში" დარჩენა."
"მის ასაკში მე აღარ მიწევდა ყველა თამაშში მონაწილეობის მიღება. თუმცა 25-30 მატჩის ჩატარება ჩემთვის პრობლემა არ იყო. თუ რუნი ამ როლზე თანახმა იქნება, ჩემი აზრით მომავალ სეზონში ის კვლავ "იუნაიტედის" ფეხბურთელი იქნება"