Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "რომას" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზოს, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
როგორც ცნობოლია, ნაინგოლანის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონს შეადგენს. თუმცა იტალიურმა კლუბმა ახალახანს მოჰამედ სალაჰი "ლივერპულში" გაყიდა, ამიტომ რომაელები ფულადი ჯარიმის დაკისრების საშიშროების ქვეშ აღარ არიან, რადგან მათ უკვე შეძლეს და გამოიმუშავეს ფეირ პლეის დასაკმაყოფილებლად საკმარისი თანხა.
გასულ წელს "ჩელსიმ" რამდენიმეჯერ სცადა "სტემფორდ ბრიჯზე" ნაინგოლანის გადაბირება და ბოლო შეთავაზება 34 მლნ. ფუნტს უდრიდა.
ეს ამბავი ანტონიო კონტემ და რაჯამაც დაადასტურეს. კონტემ საჯაროდ განაცხადა, რომ ფეხბურთელს მართლაც ესაუბრა ტრანსფერის თაობაზე, რაჯამ კი განაცხადა, რომ "ჩელსი" მისით მართლაც იყო დაინტერესებული. თუმცა, ბელგიელი "რომაში" დარჩა, სადაც 2014 წლიდან თამაშობს.