"მონაკოს" ფეხბურთელი ფაბინიო უკვე ღიად საუბრობს პორტუგალიელზე და კომპლიმენტებსაც არ იშურებს მის მიმართ. 23 წლის ფეხბურთელის განცხადებით მოწონს ჟოზეს საფეხბურთო ფილოსოფია და მისთვის სწორედ მისი ხედვაა პრიორიტეტული ფეხბურთში.
მას შემდეგ რაც მოურინიოზე ლაპარაკი ჩამოვარდა ფაბინიომ შესაბამისი პასუხი გასცა.
"მადრიდში მუშაობის შემდეგ მტკიცედ მეგონა, რომ ის კვლავ გაიბრწყინებდა რომელიმე გრანდში. ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია და ამავდროულად დიდი ადამიანიც. მე მინდა დიდი მწვრთნელების ფილოსოფიის სწავლა და უკეთ გავიცნო ისინი, ამავდროულად მინდა გავაანალიზო თუ რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით მათ თანამედროვე ფეხბურთში" – ამბობს ESPN Brazil–ში.
"ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად თამაშია. მინდა 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატს" ისეთ კლუბში შევხვდე რომელიც ყოველთვის ჩემპიონია და ჩემპიონატში ჩემპიონის სტატუსით იბრძვის, ეს შეიძლება იყოს საფრანგეთი, იყოს ინგლისი ან თუნდაც ესპანეთი, მინდა "ჩემპ.ლიგის" ტიტულისთვის ვიბრძოლო. აი ესაა ჩემი მიზანი თანამედროვე ფეხბურთში" – თქვა "მონაკოს" ფეხბურთელმა.
გასულ სეზონში ფაბინიომ საფრანგეთის ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა.