
ალვარო მორატა "დაბრუნდა". Sky Italia იტყობინება, რომ მოლაპარაკებები მორატას თაობაზე განახლდა და ის პოზიტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა ყოველივე ამაზე გავლენა იქონია კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც როგორც ჩანს მომავალ სეზონსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაატარებს.

გერმანული Kicker რენატო სანჩესის თაობაზე საინტერესო განცხადებას აკეთებს. გამოცემა იტყობინება რომ "ბავარია" მზადაა პორტუგალიელის გასაშვებად. თუ რომელიმე გუნდი მათ პორტუგალიელში €26 მილიონს გადაუხდის ისინი მზად იქნებიან დათანხმდნენ სანჩესის გაშვებას. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს გასულ სეზონში პირადად სურდა რენატო სანჩესის შეძენა.

Mundo Deportivo ხორდი ალბას "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებს. ესპანური გამოცემის თანახმად ალბა უკმაყოფილია მისი სათამაშო დროით და მზად არის ინგლისელების წინადადების განსახილველად.

ესპანური Marca დღეს "ახალ სერიას" გვთავაზობს... მათი ინფორმაციით რონალდუს მაინც აქვს გადაწყვეტილი "რეალის" დატოვება. მან ფლორენტინო პერეზს უკვე დაელაპარაკა და ამცნო რომ ის "პსჟ" -ში გადასასვლელად ემზადება.

"იუნაიტედი" ბელოტის არ ეშვება. Calciomercato იუწყება, რომ ინგლისელები ბელოტის ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან ფეხბურთელი ნებისმიერ დროს შეიძინიონ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გუნდს მორატას ტრანსფერი ჩაეშლება.
