თბილისი:
მანჩესტერი:
22-06-2017, 18:45
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3204,
კომენტარები: 10
სეზონის მიმოხილვა: უეინ რუნი
უეინ რუნის 2016/17 წლების სეზონის მიმოხილვა
სეზონის მიმოხილვა: უეინ რუნი
მოგესალმებით მეგობრებო !

მანამ სანამ ახალი სეზონი დაიწყებოდეს, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ახალი რუბრიკა, სადაც ფეხბურთელებს და მათ მიერ ჩატარებულ სეზონს შევაჯამებ. პირველი "სტუმარი" კი უეინ რუნი იქნება. ის ახლა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და მოდი ერთად მიმოვიხილოთ რუნის მიერ ჩატარებული 2016/17 წლების სეზონი.

მაისში ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბევრ ფეხბურთელს ალბათ ეგონა რომ ჟოზეს მოსვლით მისი მანჩესტერული კარიერა დასრულდებოდა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა რომ მათ რიგებში რუნი ყოფილიყო. კარგად ვიცით რომ ჟოზეს რუნისთან მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

"თუ გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი შეუძლია დამირეკოს. ეს ხუმრობით. ვფიქრობ რუნიმ გუნდი არ უნდა დატოვოს, ის "იუნაიტედს" ეკუთვნის" - ეს სიტყვები მოურინიომ 2010 წელს წარმოსთქვა, მაშინ როცა რუნი ახლოს იყო "იუნაიტედის" დატოვებასთან. გამომდინარე აქედან გადაწყვეტილი იყო რომ რუნი ახალ სეზონშიც "იუნაიტედის" მაისურით იასპარეზებდა.

სეზონი რუნისთვის ჩვეულებრივად დაიწყო. ინგლისელმა გუნდს "უემბლიზე" კომუნიტი შილდის მატჩში უკაპიტნა. პრემიერ ლიგისი პირველივე ტურში მან გოლის გატანაც მოახერხა "ბორნმუთის" წინააღმდეგ. "საუთჰემპტონთან" მატჩში რუნიმ იბრაჰიმოვიჩს გაუკეთა საგოლე გადაცემა. "ჰალთან" მატჩში კი რუნის კარგმა თამაშმა და ასისტმა რაშფორდზე "იუნაიტედს" სამი ქულა მოუტანა.

ინგლისელისთვის და ზოგადად "იუნაიტედისთვის" აგვისტო წარმატებული თვე გამოდგა, მაგრამ შემდეგ დაიწყო სექტემბერი... სექტემბერში პირველი მატჩი გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" "სიტის" წინააღმდეგ ჰქონდა სადაც დამარცხდა. რუნი იმ წაგებულ მატჩში ნამდვილად იყო გამოსარჩევი, მაგრამ წაგებულმა დერბიმ ზოგადად გუნდის ფორმაზე ცუდად იმოქმედა და ამას მოჰყვა ზედიზედ 3 მატჩიანი წაგებათა სერია. ამის შემდეგ რუნი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. პირველივე მატჩში მის გარეშე "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" 4-1 დაამარცხა "ლესტერი".

უეინ რუნიმ სკამზე გადაინაცვლა. მას შემდეგ ინგლისელს ჰქონდა "გამონათებები", ორი საგოლე გადაცემა "სუონსისთან", გოლი და საგოლე გადაცემა "ფეიენოორდთან" და სხვა. ერთი სიტყვით ნათელი გახდა, რომ მოურინიო რუნის მთავარ დამრტყმელ ძალად აღარ თვლიდა და ვეღარ ხედავდა მას სასტარტო თერთმეტეულში.

საბოლოო ჯამში ინგლისელმა სეზონი შემდეგი მაჩვენებლებით დაასრულა:

მატჩი: 39
გოლი: 8
საგოლე გადაცემა: 10

სათამაშო პოზიცია

ინგლისელმა რამდენიმე პოზიციაზე მოახერხა თამაში. ყველაზე მეტი მატჩი მან "ათიანის" პოზიციაზე ჩაატარა, საიდანაც 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. გთავაზობთ სტატისტიკას სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის დროს:

ცენტრ ფორვარდი: 9 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
შემტევი ნახევარმცველი: 8 მატჩი, 2 გოლი
მარცხენა ვინგერი: 5 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე გადაცემა


სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი:

დაუფიქრებლად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ცუდად რუნიმ "უოტფორდთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ითამაშა. ამის დასტურად კი ქვემოთ მოყვანილი ვიდეო გამოგადგებათ.



სეზონის ყველაზე კარგი მატჩი:

სეზონის ყველაზე კარგი მატჩი ჩემი აზრით რუნიმ "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ჩაატარა. მოურინიო მას უკვე აღარ აყენებდა პრემიერ ლიგის მატჩებში, მაგრამ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში რუნის ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება. "ფეიენოორდთან" რუნიმ მართლაც გამოიჩინა თავი. მან გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

სეზონის მიმოხილვა: უეინ რუნი


დასამახსოვრებელი მომენტი:

2016/17 წლების სეზონი ინგლისელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო თუ ყველაზე ცუდი არა. მაგრამ ეს სეზონი მისთვის და ზოგადად რუნის გულშემატკივრებისთვის მაინც გამორჩეული გახდა.

2017 წლის 7 იანვარს უეინ რუნი ბობი ჩარლტონს გაუთანაბრდა გატანილ გოლებში. 21 იანვარს კი იყო ეს...



დიახ... უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კომენტარი სეზონზე

ჩემი და ალბათ გულშემატკივრების უდიდესი ნაწილის აზრით ეს რუნის კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი იყო. ეს იყო ჩემი გულშემატკივრობის პერიოდში ალბათ პირველი შემთხვევა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" რუნი აღარ სჭირდებოდა. არ ვიტყვი იმას, რომ უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" უკვე პრობლემაა და ამ ფორმაციაში მისი ადგილი აღარ არის, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ რომ რუნის მანჩესტერული და ზოგადად საფეხბურთო კარიერა დასასრულისკენ მიემართება. ინგლისელი ყოველთვის იყო და იქნება "იუნაიტედის" სახე. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა ეპოქა და დაწერა თავისი ისტორია. უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა. მაგრამ რა იქნება მისი მომავალი ? ფაქტია, რომ მოურინიომ უმტკივნეულოდ და ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე ჩამოაცილა რუნი ძირითადად შემადგენლობას. ისიც ფაქტია, რომ მომავალ სეზონებში რუნი უფრო ნაკლებ პროდუქტიული იქნება. მოახერხებს თუ არა ის ძირითადში დაბრუნებას და ფორმის აღდგენას ეს თავად განსაჯეთ.

სარეიტინგო ქულა
6/10

ავტორი: დავით სირაბიძე
ბლოგი
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ივნისი 2017 19:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყოჩაღ დავით, მიხარია რომ ბლოგს ყურადღება ეთმობა, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ესეთი სტატიები, ერთმანეთის აზრის მოსმენა და ამა თუ იმ საკითხებზე მსჯელობა

რაც შეეხება რუნის, მოურინიომ ის ადგილი "მიუჩინა" რაც ეკუთვნოდა, ეძლევა დრო, თუმცა ამის ხარჯზე არავიინ იჩაგრება. წავიდა ის დრო როცა რუნისგან გოლებს ვითხოვდი და სასწაულებს, მხოლოდ გამოცდილება და რიგ მომენტებში კლასი შემორჩა, მიხარია რომ აქაა, ძაან მინდა აქ დაასრულოს კარიერა და ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლოს, როგორც ეს სჩვევია, მომავალ სეზონს რატომღაც იმედიანად ვუყურებ და ახლის იმედი მაქვს, მარა არა ბევრის. წლევანდელ სეზონში სტოკის საჯარიმომ სიხარული რომ მომანიჭა ამად ღირდა მარტო რუნის ყოფნა ჩემთვის, თუმცა არ გადავეშვები ილუზიებში და სასწაულებს არ დაველოდები
1
№2
ავტორი: kobinio
22 ივნისი 2017 19:49
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მადლობა დათოს კიდევ ერთხელ გავიხსენე სრული სეზონი
1
№3
ავტორი: ikeoni
22 ივნისი 2017 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor... chemi azrit Es yvelaferi ragac Sxva mizezebidan gamomdinare mgonia...igivee Ro avigot tundac kazinoshi tamashi da Sxva bevri garemeobebii romelic yvela variantshi aisaxeboda mis tamashe, araa 31 weli is asakii eseti sashineli chavardna Ro dagemartos fexburtels ager 35 wlis kaci ras shveba Ki vxedavt yvela..mgonia Ro isev itamahebs runi 2 dges ukve varjishobs da sxvebze adre Daiwyo momzadeba Axali sezonistvis... mjera gadalaxavs am chavardnas da daibrunebs dzvel formas❤️
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
22 ივნისი 2017 20:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყოჩაღ ავტორს კარგი ნამუშევარია, რუნისრაც შეეხება თავად მასზე იქნება დამოკიდებული როგორ ითამაშებს
0
№5
ავტორი: Dato Sirabidze
22 ივნისი 2017 22:03
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
გაიხარეთ ბიჭებო love თუ იქნება მოწონება დავდებ სხვა ფეხბურთელზეც... რაც შეეხება რუნის ძალზედ ძნელია მოკლედ ჩამოაყალიბო... ერთ მხარეს დგას მისი არანორმალური წარსული, მეორე მხარეს კი მისი "უიმედო მომავალი"... სასტარტოში რა თქმა უნდა არ იქნება, იქნება მატჩები სადაც დაიწყებს... არ მინდა უბრალოდ რო წავიდეს... იმედი ბოლოს კვდება და მაქვს იმედია რომ "ნორმალურ" სეზონს ჩაატარებს, რუნია და მარტო მისი სიყვარულის გამო მინდა რომ ბოლომდე აქ იყოს!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№6
ავტორი: rooney pogba
23 ივნისი 2017 05:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
Runi unda darches da aq unda daasrulos kariera torem runis umisod manchesteri ver warmomidgenia tu gind iyos satadarigoshi
0
№7
ავტორი: dachi_mu
23 ივნისი 2017 06:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: Dato Sirabidze
გაიხარეთ ბიჭებო love თუ იქნება მოწონება დავდებ სხვა ფეხბურთელზეც... რაც შეეხება რუნის ძალზედ ძნელია მოკლედ ჩამოაყალიბო... ერთ მხარეს დგას მისი არანორმალური წარსული, მეორე მხარეს კი მისი "უიმედო მომავალი"... სასტარტოში რა თქმა უნდა არ იქნება, იქნება მატჩები სადაც დაიწყებს... არ მინდა უბრალოდ რო წავიდეს... იმედი ბოლოს კვდება და მაქვს იმედია რომ "ნორმალურ" სეზონს ჩაატარებს, რუნია და მარტო მისი სიყვარულის გამო მინდა რომ ბოლომდე აქ იყოს!

გაიხარე დავით და უღრმესი მადლობა რო ამხელა ყუეადღებას გვითმობ ჩვენ გულშემატკივრებს,საიტზე თუ ფეისბუქზე.... და მინდა იცოდე რო ეს არაა ფუჭი სიტყვები
ეხლა შრეკს რაც შეეხება,ყოველთვის ვამბობდი ხოლმე,შევეგუები ბექზის წასვლას,რონალდუს წასვლას და ასე შემდეგ,მაგრამ ვერასიდეს შრეკის წასვლას,თუ ფერგიზე შეგვიძლია ვთქვათ რო მანჩე თავად ფერგია,იგივე შემიძლია ვთქვა შრეკზე,შეიძლება ახსენო რუნი? და არ გაგახსენდეს მანჩესტერი? არა
ყველაზე მეტად რაც აკლია შრეკს ეს მისი ხასიათია,გულის სიღრმეში მჯერა და მინდა მჯეროდეს,რომ შრეკს კიდევ შეუძლია ჩვენი გაოცება....
0
№8
ავტორი: stepno
23 ივნისი 2017 06:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მადლობა დავით ძალიან კარგი იყოო. მე ვფიქრობ რომ რუნი ისეთი ჟილკის პატრონია რო აუცილებლად დაუბრუნდება ფორმას დარწმუნებული ვარ, უბრალო მაგალითს მოვიყვან სხვა სპორტიდან, მაგალითად რაფა ნადალი რომელიც ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია ქონდა პერიოდი რო უკვე ლაპარაკობდნენ კარიერის დამთავრებაზეე დაა ფორმას ვეღარ დაუბრუნდებაოო მაგრამ ის დაბრუნდა და თან როგორ საუკეთესოა კიდეე. რუნი სწორედ ეგეთი ტიპაჟიაა მებრძლოლი და უდიდესი ფეხბურთელიი ამიტოომ დარწმუნებული ვარ უნდა დარჩეს და ძალიან ბევრ რამეში დაგვეხმარება უენი feel
0
№9
ავტორი: Iunaitedi
23 ივნისი 2017 07:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Kargi nashromia dato. Runi chemi azrit jer 31 wlisaa mgoni xo.? Xoda araa es is asaki ro forma vegar agidginos bolobolo runiada martlac ukan amxela warsulidgasro 31 wlos asakshi ravici eseti fexburtelebi unda tamashobdnen kide golebsac itandnen da ragac da vnaxotm chemiazrit runi flangze argamodgeba ai pasebis dasarigrblad kii fleimeikeris pontshi an cenyrshi pogbastan rogorc inglisis nakrebshi tamashobda evropis chempionatze
0
№10
ავტორი: gache1991
23 ივნისი 2017 09:18
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მადლობა ავტორს.რაც შეეხება რუნის:) უოტფორდთთან ზოგადად გუნდმა ცუდად ითამაშა თუმცა ამდენი დაკარგვა და არასწორი გადაწყვეტილება თუ ქონდა მიღებული არ მიმიქცევია ყურადღება.საქმე და პრობლემა იმაშია რო სეზონი ცუდად არ დაუწყია,წინაზეც დავწერე რო ჰალთან მაგის პასი იყო და იყო რამდენიმე გამოსარჩევი მომენტი სტოკთან ჯარიმის გარდა ფენერსაც მაგარი გოლი შეუგდო..მთავარი ის არი რო სიტისთან თამაშის მერე სომეხსაც მაგრად მოხვდა ყურის ძირში:)მარა ის რისი სომეხია ადგა და მაგრად იმუშავა და დაამტკიცა ყველაფერი.აი ამას მე რო მკითხო მოტივაციის ნაკლებობა აქ თავის ასტრონომიული ხელფასით,კაპიტნობით,საუკეთესო ბომბარდირობით და ასე შემდეგ.ყველაზე კაი ის არი რო როგორც გავრცელდა ინფორმაცია ადრე დაბრუნდა და ვარჯიშს იწყებსო.არ აქ ამას ის ასაკი აღარ ჭირდებოდეს გუნდს.ტიპი მოვლენაა,ყველაფერი მოგებული აქ და უნივერსალური ტიპია,ძველი გუნდიდან ეს და კერიკი დარჩნენ,კერიკი მიდის მომავალ წელს,იბრა აღარ იქნება და ამისნაირი ტიპი მარტო დუხისთვისაც არი საჭირო გასახდელში..მილიონი პროცენტით მჯერა რო დარჩება და მიკვირს ტოტალიზატორები 3.7 დან 5 კუშამდე რატო აძლევენ ამის დარჩენას.დარჩება და მომავალ წელს ძააალიან ბევრ სარგებელს მოგვიტანს აგერ მე და აგერ თქვენ:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top