პოლ პოგბას აგენტის მინო რაიოლა არ ადასტურებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ფრანგის ტრანსფერიდან 27 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ არც უარყოფს. Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აგენტმა შემდეგ ნაირი განცხადებაა გააკეთა:"პოგბას ტრანსფერიდან მე 27 მილიონი მივიღე? შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები".
რაიოლამ ინტერვიუს დროს, ასევე პოგბას ტრანსფერის შესაძლო გამოძიებას შეეხო, გასულ თვეში ფეხბურთის მმართველმა ორგანომ FIFA-მ პოლის ტრანსფერის დეტალების გამოძიება მოითხოვა, თუმცა რაიოლას მტკიცებით ფეხბურთის მმართველ ორგანო დაინტერსებული აღარაა ფრანგის ტრანსფერის გამოძიებით და აცხადებს რომ პოგბას ტრანსფერი ინგლისურ გრანდში სრული წესების დაცვით განხორციელდა.
"FIFA აღარაა დაინტერესებული პოგბას ტრანსფერის გამოძიებით, მისი ტრანსფერი ინგლისურ კლუბში ყოველანაირი წესის დაცვით განხორციელდა".
"პოლი სწორად მოიქცა, როდესაც ჯუზეპე მაროტამ 2015 წელს დარჩენა სთხოვა, პოლი იმ წელს იტალიაში დარჩა".
"ერთი წლის შემდეგ პოგბამ "იუვენტუსი" ტურინელთა თანხმობით დატოვა და მშობლიურ კლუბს მიაშურა, ამით ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა".