როგორც Sky Sports იტყობინება, უეინ რუნი დაბრუნდა შვებულებიდან და "Carrington"_ზე ვარჯიში გაანახლა, ხოლო დანარჩენი გუნდი ბაზაზე მხოლოდ 8 ივლისს დაბრუნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა მაისში განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა რამოდენიმე კვირა თავის მომავალზე დასაფიქრებლად. მაგრამ, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილება მიიღო რუნიმ.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" დადებული კონტრაქტის თანახმად უეინ რუნის კიდევ ერთი წელი დარჩა, მაგრამ თავდამსხმელმა შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს კლუბი, რადგან მან ვერ მიიღო საკმარისი სათამაშო დრო ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის დროს.
ადრე რუნიმ განაცხადა, რომ მას ინგლისში შეუძლია მხოლოდ ორ კლუბში თამაში - "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონში". იმის შანსი, რომ 31 წლის ფორვარდი ინგლისს დატოვებს ძალიან მცირეა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.