"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, გამოთქვა თავისი შეხედულება "საერთაშორისო ჩემპიონთა თასის" შესახებ, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ჩატარდება.
"მე ყოველთვის მომწონდა "იუნაიტედში" ის, რომ კლუბს არასოდეს არ ეშინოდა ახალი გამოწვევების მიღება, მსოფლიოში უძლიერესი კლუბებისგან. საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ჩვენ შევხვდებით დიდ კლუბებს. ტურნირი ასევე სასარგებლო იქნება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის."
"რაც უფრო ინტენსიურად ჩატარდება მატჩები, მით უფრო მომზადებულები იქნებიან ფეხბურთელები ოფიციალური მატჩებისთვის დიდი კლუბების წინააღმდეგ, როგორებიცაა "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" - აცხადებს ფერგიუსონი Goal-თან ინტერვიუში.
"საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - 2017" სტარტს აიღებს 19_დან და დასრულდება 30 ივლისს. "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ტურს ამერიკაში დაიწყებს 15 ივლისს "Los angeles galaxy"_ის წინააღმდეგ.