თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2017, 17:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3257,
კომენტარები: 9
რონალდუზე გავრცელებულ ინფორმაციას Sky Sports-იც ადასტურებს
პორტუგალიელი "რეალის" დატოვებას აპირებს.
რონალდუზე გავრცელებულ ინფორმაციას Sky Sports-იც ადასტურებს
Sky Sports-ის წყაროების ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთში თამაში აღარ სურს, ამიტომაც მადრიდის "რეალის" დატოვებას აპირებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გაბრაზებულია ესპანური გადასახადო სისტემის ჩინოვნიკების გამო და "რეალს" აცნობა, რომ კლუბიდან წასვლა სურს.

ესპანური პროკურატურა რონალდუს 14.7 მილიონი ფუნტის გადასახადის დამალვაში ედავება, რასაც პორტუგალიელი უარყოფს.

კრიშტიანუს მადრიდის რეგიონალური სახელმწიფო პროკურატურა ოთხი სახის გადასახადისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს, რომელთა შორის იმიჯის უფლების გადასახადიცაა.

მადრიდის სახელმწიფო პროკურატურის მტკიცებით, რონალდუმ იატაკქვეშა კომპანია გამოიყენა თავისი შემოსავლის რაოდენობის დასამალად.

ოქროს ბურთის 4-გზის მფლობელმა რეპორტიორებს ოთხშაბათს გამართული სავარჯიშო სესიის შემდეგ განუცხადა, რომ სუფთა სინდისი აქვს.

32 წლის ფეხბურთელმა გასული წლის ნოემბერში 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდელებთან და "რეალში" 2021 წლამდე აქვს შეთანხმება, თუმცა ამის მიუხედავადაც კი უწყვეტი იყო "იუნაიტედთან" მისი სახელის დაკავშირება.

არც თავად ფეხბურთელი მალავს "წითელი ეშმაკების" რიგებში დაბრუნების სურვილს, მაგრამ ინტერესი არსებობს ჩინეთიდანაც, სადაც სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათს იხსნება.

წყარო: skysports
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GRIEZMANN 7
16 ივნისი 2017 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
აუუუ რონალდოო ხალხოო
0
№2
ავტორი: gaga1987
16 ივნისი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
2weli minimum kide itamashebs magal doneze
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივნისი 2017 18:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლოს როგორც ყოველთვის რეალში დარჩება
0
№4
ავტორი: Manstark_United
16 ივნისი 2017 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ხალხო wink არიქააა wink ჟოზე გაშალე პურ-მარილი wink
0
№5
ავტორი: martial999
16 ივნისი 2017 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
თან ჟოზე ევასება მაგას
0
№6
ავტორი: giorgi eloshvili
16 ივნისი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Sisulelea ronis vin gaushvebs realidan.
0
№7
ავტორი: ManchesterU
16 ივნისი 2017 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
გოლის მანქანაა ხალხნო ამას ვინ გაუშვებს რეალიდან, ბოლო ბოლო ადგება რეალი და თავისი ჯიბიდან გადაიხდის რაც ამან ფული დამალა კარგით რა ეს ჭორიც არაა, მერამდენე წელია ესე იწერება ამ კარგ ძაღლზე. ოსმააან დემბელეე გვინდა ხალხნო მორატა გვინდა ბაკაიოკოო ფაბინიოო ერიკსენი რა მაგრად დაგვხატავდა თუნდაც ნაინგოლანი ***ან ამ უაზრო ჭორებით რა გაზეთების გაყიდვის გამოტიპეები რეებს აღარ წერენნ :D :
0
№8
ავტორი: ikeoni
16 ივნისი 2017 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
modi modii saxlshii)))
0
№9
ავტორი: MU1810
16 ივნისი 2017 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ეს რო მოვიდეს 7 ზე ) გავარტყი ერთგულ გრიზმანს :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top