თბილისი:
მანჩესტერი:
15-06-2017, 18:11
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3457,
კომენტარები: 6
"იუნაიტედის" ლეგენდებმა კიდევ ერთი საქველმოქმედო შეხვედრა გამართეს
გუშინდელი შეხვედრის მიმოხილვა.
14 ივნისს, სოფიის ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანები და "ყველა ვარსკვლავი" დაუპირისპირდნენ. მატჩის ორგანიზატორები დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდები იყვნენ.

ბერბატოვმა ინგლისური კლუბის ყოფილი სახეები, ასევე ბულგარელი მეგობრები მიიწვია, მათ შორის - ედვინ ვან დერ სარი, დევიდ ჯეიმსი, რაიან გიგზი, გარი ნევილი, ნემანია ვიდიჩი, როი ფერდინანდი, პატრის ევრა, რობი კინი, კრასიმირ ბალაკოვი, სტილიან და მარტინ პეტროვები. გუნდის მწვრთნელად კი მარტინ იოლი მიიწვია, რომელიც ბულგარელის დამრიგებელი იყო "ფულჰემში".

ფიგუს "ოლ სტარში" მოხვდნენ ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, რობერტო კარლოსი, პრედრაგ მიატოვიჩი, იარი ლიტმანენი, გაისკა მენდიეტა, რობერ პირესი, დეკუ, დავიდ ტრეზეგე, დუაიტ იორკი, მიჩელ სალგადო, ნუნუ გომეში, ივან კორდობა, კრისტიან კარამბე და შოთა არველაძე.

თამაში უხვგოლიანი გამოდგა და 3-3 დასრულდა. ფიგუს გუნდიდან დუბლით ტრეზეგემ გაიფორმა, ერთი გოლი საბროსამ გაიტანა, ავტოგოლი მიითვალა მარჩენამ, ბერბატოვის გუნდიდან ასევე ორი გოლით თავი რობი კინმა გამოიჩინა.

ვიდეოები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 ივნისი 2017 18:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არველაძე winked
0
№2
ავტორი: kobinio
15 ივნისი 2017 18:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Arveladzes sagol kai saxeli qonia tore ar daudzaxebdnen
0
№3
ავტორი: Chaxrux
15 ივნისი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
ითამაშა არველაძემ?
0
№4
ავტორი: ikeoni
15 ივნისი 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11412
Shotiac iyo aq)))
0
№5
ავტორი: Iunaitedi
15 ივნისი 2017 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Nunu gomeshiiiiiiiii ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ rogormoyvars es fexburteliiiiiii❤️❤️❤️❤️❤️ dzalian didixnisukan vuyurebdi amis tamashebs nu exla 19 osvar mara ai dzaan patara viyavi rogor momwonda ❤️❤️❤️❤️❤️ poetugaliis dzalian magari fanivar da mashin sheniyvarda portugaliac ❤️❤️❤️❤️ nunu gomeshiki chemi sayvareli fexburtelia dzveli fexburtelebidan ❤️❤️❤️❤️ samwuxarod mimoxilvas ver vnaxulob xval vnaxav ❤️❤️❤️❤️❤️❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივნისი 2017 20:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სასიამოვნოა შოთას ხილვა ასეთი ფეხბურთელების გვერდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top