ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველის დამატებას ეცდება. როგორც ცნობილია, ჟოზე მოურინიო 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონის მიღებას გეგმავს.
"წითელი ეშმაკების" ბანაკში კი სჯერათ, რომ იანუზაის გამოყენება სატრანსფერო გეგმებისთვის შეიძლება.
"იუნაიტედთან" გაკავშირებული წყარო იტყობინება: "იანუზაის ინგლისში დარჩენა სურს. როგორც მოსალოდნელია, კლუბს დატოვებს, ვინაიდან მოურინიოს მისი ხილვა აღარ სურს. მის და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მომდევნო თვეში შედგება.
ახლობლებს უთხრა, რომ პრემიერ ლიგა მისი პირველი არჩევანია და აქ თავს კარგად გრძნობს".
The Telegraph-ის ცნობით ადნან იანუზაის ტრანსფერით უამრავი გუნდია დაინტერესებული. მათ შორის ყველაზე აქტიურ ინტერესს: "პსჟ", "ლიონი", "მონაკო", "მარსელი", "მილანი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იჩენენ.
22 წლის ბელგიელს მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი გუნდის რიგებში 63 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. იანუზაი კლუბში 2011 წლიდან ირიცხება.