დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
14 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. "იუნაიტედმა" ლინდელოფი წარადგინა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლინდელოფი ოფიციალურად წარადგინა. შვედმა "იუნაიტედთან" 4+1 კონტრაქტი გააფორმა.
2. მატეო დარმიანი
მატეო დარმიანმა დღეს იქორწინა.
3. სად არის მორატა ?
ალვარო მორატა ვენეციაში მიემგზავრება. პარასკევს აქ მისი ქორწილი გაიმართება. გავრცელებული ხმების თანახმად ესპანელს ტრანსფერის დასრულება სწორედ პარასკევამდე სურს.
4. სპალეტი და პერიშიჩი
"ინტერის" ახალმა თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ ივან პერიშიჩის ტრანსფერს ვეტო დაადო, მანამ სანამ მას ფეხბურთელში £50 მილიონს არ გადაუხდიან.
5. ფაბინიო ატლეტიკოში ?
"ატლეტიკო" მადრიდის გენერალური დირექტორი დღეს ფაბინიოს აგენტს, ხორხე მენდეშს შეხვდა. ესპანური მედიის თანახმად მადრიდელებს ფაბინიოს შეძენა სურთ.
6. მორატას ტრანსფერი დასრულდა ?
რამდენიმე ევროპული გამოცემის თანახმად, დღეს ალვარო მორატას აგენტი ფლორენტინო პერეზს შეხვდა. აგენტმა პერეზთან ტრანსფერის საბოლოო დეტალები შეათანხმა. მომდევნო 48 საათის განმავლობაში იგეგმება ტრანსფერის ოფიციალური დადასტურებაც. სატრანსფერო ღირებულება £70 მილიონი.
7. ანდრეა ბელოტი
M.E.N -ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის დაინტერესებული ანდრეა ბელოტის შეძენით. ცნობები, იმის შესახებ რომ ინგლისელებმა იტალიელებს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს სიმართლეს მოკლებულია, რადგან "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე ყოველთვის ალვარო მორატა იყო.
8. 2017/18 წლების სეზონი
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სეზონს 12 აგვისტოს გახსნის. ისინი "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდებიან.