"მანჩესტერ იუნაიტედმა" შვედი მცველი, რომლის მეტსახელიც "ყინულის კაცია", რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად წარადგინა. გთავაზობთ მის პირველ ინტერვიუს.
"ვთვლი, რომ საკმაოდ მშვიდი ფეხბურთელი ვარ. მიყვარს როდესაც ბურთთან ახლოს ვარ, რადგანაც ვთლი რომ ამ კომპონენტში კარგი ვარ. ასევე ვფიქრობ, რომ კარგი ვარ თამაშის წაკითხვაში. თანაგუნდელებს ირგვლივ მშვიდად ყოფნის საშუალებას ვაძლევ. მათ იციან, რომ ჩემი სახით უკან ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც მათ დასაზღვევად ყველაფერს გააკეთებს."
"რომელ პოზიციაზე ვითამაშებ ? დიახ, მე მითამაშია ცენტრალურ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა განაპირა მცველად, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ გუნდისთვის ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა ცენტრალურ დაცვაში თამაშით შემიძლია."
შენიშვნა: სრულ ინტერვიუს მისი ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნების შემდეგ შემოგთავაზებთ