ინგლისის ჩემპიონოშიპში დაქვეითებული "სანდერლენდი" აქტიურად ეძებს იორდან პიკფორდის შემცვლელს. ახლაგზრდა მეკარე დიდი ალბათობით დატოვებს "შავ კატებს", მის მიმართ სერიოზულ ინტერესს "ევერტონი" იჩენს.
ამიტომ "სანდერლენდი" განიხილავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელობაში მყოფ სემ ჯონსტოუნის დამატების ვარიანტს. გასული სეზონი სემმა არენდის წესით "ასტონ ვილაში" გაატრა. ჯონმა ბირმინგემელებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და მასთან სრულ ფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.
"სანდერლენდის" და "ასტონ ვილას" გარდა, სემს ისეთი გუნდები აკვირდებიან როგორებიც "უოტფორდი", "ლესტერ სიტი", "ლიდს იუნაიტედი" და "ბრიშტოლ სიტი" არიან. თუმცა პრესა ინგლისელი მეკარისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად "სანდერლენდსა" და "ასტონ ვილას" მიიჩნევს. "იუნაიტედი" ჯონსტოუნს £ 5 მილიონად აფასებს.