ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ემილ ჰესკი "მანჩესტერ იუნაიტედს" ფორვარდის დამატებას ურჩევს. ყოფილი ფეხბურთელის აზრით, "იუნაიტედის" ტალანტი ჯერ საკამოდ პატარაა იმისათვის, რომ "იუნაიტედი" მთელი სეზონის განმავლობაში მას დაეყრდნოს.
გასულ შაბათს მარკუსმა, ინგლისი ნაკრების შემადგენლობაში შოტლანდიის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში მარკუსი ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შეცვალა.
მოგეხსენებათ გასული სეზონის ბოლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უმძიმესი ტრამვა მიიღო, ჟოზე მოურინიომ შვედის პოზიციაზე რეშფორდი განამწესა და თინეიჯერმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. თუმცა ჰესკის აზრით მარკუსი ჯერ ისეთ ასაკში არაა, რომ კლუბი ბოლომდე მას დაეყრდნოს და ჟოზე მოურინიოს ფორვარდის შეძენისაკენ მოუწოდებს."რეშფორდი შესანიშნავი ახალგაზრდაა, მას წინ დიდი მომავალი ელის. რეშფორდს შეუძლია როგორც მარჯვენა-მარცხენა ვინგერად თამაში ასევე ცხრიანზეც." განაცხადა ჰესკიმ და გააგრძელა:"ამისდამიუხედავათ ვფიქრობ "იუნაიტედმა" ფორვარდი აუცილებლად უნდა დაიმატოს. სეზონი ძალაინ დიდია და როტაცია აუცილებელია, რეშფორდი ჯერ პატრაა იმისათვის, რომ მთელი სეზონი ერთ დონეზე ჩაატაროს, ამისათვის ჯერ ფსიქოლოგიურად მზად არაა.