თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2017, 10:27
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 9
"ტორინოს" ბელოტის შენარჩუნება სურს
ტურინელებს ლიდერის შენარჩუნება სურთ.
"ტორინოს" ფორვარდი ანდრეა ბელოტი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დარჩეს. "ხარების" პრეზიდენტის განცხადებით, კლუბს სურს შეინარჩუნოს იტალიელი ფორვარდი.

ანდრეა ბელოტიმ გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, სერია A-ს 35 ჩატარებულ შეხვედრაში 26 გოლის და 7 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. ასეთი ნაყოფიერი სეზონის ჩატარების შემდეგ მიიქცია ისეთი კლუბების ინტერესი როგორებიც "არსენალი", "ჩელსი", "ინტერი", "მილანი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან. ფორვარდის მიმართ განსაკუთღებულ ინტერესს "მილანი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავენ და მზად არიან 23 წლის თავდამსხმელისთვის სოლიდური თანხა გადაიხადონ.

იტალიური და ინგლისური გრანდების ინტერესის მიუხედავად, "ტორინოს" ხელმძღვანელობას არ უნდათ კლუბის საუკეთესო ბობარდირის გაშვება და თუ თავად ბელოტიც მოისურვებს კლუბში დარჩენას მზად არიან ნებისმიერი შეთავაზება უარით გაისტუმრონ.

ტურინული კლუბის პრეზიდენტმა, ურბანო კაირუშმა იტალიურ Radio 24-ს განუცხადა:"ჩვენ გვსურს გავიგოთ რა სურს ბელოტის და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება."

"მას "ტორინოსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონს შეადგენს. კლუბი კი, მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ შეელევა ანდრეასს. მაგრამ თუ იგი დარჩენას მოისურვებს ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ და ნებისმიერი შემოთავაზება უარით გავისტუმროთ.
მე მჯერა, რომ მას სურს დარჩენა.
"

"ჩვენ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება ძლიერ კლუბად ვაქციოთ "ტორინო". ამის საფუძვლად გვსურს ანდრეა ბელოტის შენარჩუნება.".

წყარო:Goal
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივნისი 2017 10:33
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ დიდი თანხას ითხოვენ და სრული უაზრობაა ამაში 100 მილიონის გადახდა, ამის ფასი დაახლოებით, მაგის ნახევარ ფასში შეიძლება ლაჯკაზეტის მოყვანა, რომელიც უკვე საკმაოდ სტაბილურად ატარებს სეზონებს და ყოველს სეზონსი 20 ბურთზე მეტი გააქვს.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
13 ივნისი 2017 10:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია მოურინიოს გეგმებში შედიოდეს
0
№3
ავტორი: dybbuk
13 ივნისი 2017 11:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
მომავალ წელს 40დაც რო ვერ გაყიდიან ნახავენ რა ძღრენიც ჭამეს ამხელა ფასი რო დაადეს
0
№4
ავტორი: ikeoni
13 ივნისი 2017 11:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Aramgonia Es viyodot
0
№5
ავტორი: gache1991
13 ივნისი 2017 11:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ზღაპარი 100 მილიონი კი არა 20-30 არსენალს მივცემდი და ჟირუს დავითრევდი ამას ცხრაჯერ ჯობია,ვენგერი არ ენდობა და არ ათამაშებს თორე როცა დადგა ყველგან გაიტანა.წარმოიფგინე ნაინგოლანი ჟირუ ლინდელოფი მოგდის 100 მილიონად რა ბელოტი:D მომავალ წელს მილანში გადავა 35-30 ლიმონად :))
0
№6
ავტორი: Silver
13 ივნისი 2017 12:03
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ემჩნევა რა დაბალი დონეცაა ტორინო, მოინდომეს გამდიდრება
0
№7
ავტორი: kantona-7
13 ივნისი 2017 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სულარმინდა ბელოტი და მითუმეტეს ამფასად სრული სისულელეა მართლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Phil Jones
13 ივნისი 2017 18:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პალერმოს პრეზიდენტი გამახსენდა რატომღაც, ყველას რომ 100 მილიონს აფასებდა და გადავარდა სერია ბ-ში და თან ისე რომ აქეთ ამომსვლელსაც არ ჰგავს.
0
№9
ავტორი: kobinio
13 ივნისი 2017 20:16
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Realobas mockvetilia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top