"პარის სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ბლეიზ მატუიდი, რომლითაც დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოხატავს, საკუთარ მომავალზე საუბრობს. ფრანგის განცხადებით ახლა მხოლოდ ნაკრებზეა ორიენტირებული და მის შესაძლო ტრანსფერს არ განიხილავს.
მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის წინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე, შვედეთის ნაკრებთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას მამლები, 13 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 30 წლის ნახევარმცველის განცხადებით იგი, მხოლოდ ინგლისის წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრაზე ფიქრობს:"ჩემი აზრები მხოლოდ ნაკრებზეა კონცენტრილებული და სამშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე ვფიქრობ". განაცხადა მან და გააგრძელა:"რაც შეეხება ჩემს შესაძლო ტრანსფერს, ამაზე არაფერი არ მაქვს სათქმელი, მე კონტრაქტი მაკავშირებს პარიზულ კლუბთან."
გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ცდილობდა ფრანგი ნახევარმცველის გაფორმებას, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, თუმცა როგორც ჩანსს ინგლისური გრანდი არ აპირებს დანებებას და ბლეიზის გაფორმებას კვლავ ეცდება. მატუიდი დედაქალაქურ კლუბს 2011 წელს "სენტ-ეტიენიდან", 8 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და მალევე ჩამოყალიბდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. გასულ სეზონში ფრანგმა, "პსჟს" მაისური 34 შეხვედრაში მოირგო, გაიტანა 4 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა.