დღის ყველაზე საინტერესო ცნობები ერთ სიახლეში.
11 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ფაბინიო და "მანჩესტერ იუნაიტედი"
ევროპული გაზეთების თანახმად "იუნაიტედის" შემდეგი შენაძენი "მონაკოს" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფაბინიო იქნება. The Independent -ის თანახმად გუნდები კვლავ მოლაპარაკების პროცესში არიან. ფრანგული მედია კი აცხადებს, რომ თუ ბრაზილიელი ფრანგებთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ერთადერთი გუნდი სადაც ის გადავა "მანჩესტერ იუნაიტედია". პორტუგალიური O Jogo კი იუწყება, რომ შეთანხმება გუნდებს შორის უკვე მიღწეულია და ბრაზილიელი "იუნაიტედის" მეორე შენაძენი იქნება.
წყარო:
M.E.N2. სებასტიან ლარსონი ლინდელოფზე
"ლინდელოფი ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია და მე აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით. ინგლისის პრემიერ ლიგა განსხვავებული გამოწვევაა, თუმცა თუ მას ადაპტაციისათვის საჭირო დროს მისცემენ, დარწმუნებული ვარ რომ ლინდელოფი "იუნაიტედში" წარმატებული იქნება."
პ.ს შეგახსენებთ რომ გაირკვა ლინდელოფის სატრანსფერო ღირებულებაც. გუნდმა შვედი "ბენფიკადან" £30.7 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.
წყარო:
Sky Sports3. მორატას ბეილი სურს
ესპანური Don Balon -ის თანახმად ალვარო მორატა უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელია. თუმცა ის "რეალის" დატოვებას როგორც ჩანს მარტო არ აპირებს. Don Balon- ის თანახმად ალვარო მორატა გარეტ ბეილის დარწმუნებას ცდილობს, რათა ეს უკანასკნელი "იუნაიტედში" გადმობარგდეს.
M.E.N4. მორატას მინიშნება
აი ასეთ სოციალურ აქტივობაში გამოიჭირეს ჟურნალისტება ესპანელი
წყარო:
M.E.N5. უეინ რუნი
უეინ რუნი სხვებისგან განსხვავებით ვარჯიშებს ორი კვირით ადრე დაუბრუნდება. ინგლისელის მთავარი მიზანი მოურინიოს დარწმუნებაა იმაში, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა.
წყარო:
M.E.N6. ხამეს როდგრიგეზი
ესპანური AS -ის თანახმად კოლუმბიელის შეძენის პირველი კანდიდატი არათუ "მანჩესტერ იუნაიტედი", არამედ ლონდონის "ჩელსია". კონტე ხამესს ცესკ ფაბრეგასის ნაცვლად გამოიყენებს.
წყარო:
The Sun7. ნელსონ სამედო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ლისაბონის "ბენფიკას" კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს. ინგლისელები მზად არიან ნელსონ სამედოსთვის საჭირო თანხა გადაიხადონ.
წყარო:
O Jogo8. 8 წელი...
ზუსტად ამ დღეს, 8 წლის წინ კრიშტიანო რონალდო "რეალ მადრიდში" სარეკორდო, £80 მილიონ ფუნტად გადავიდა
.