თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2017, 15:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2083,
კომენტარები: 8
პერეირასთვის დიდი ბრძოლა იწყება
პორტუგალიელი მეკარით ერთდროულად 3 პორტუგალიური გრანდი ინტერესდება.
პერეირასთვის დიდი ბრძოლა იწყება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა პორტუგალიელი მეკარე იოელ კაშტრუ პერეირა, როგორც ჩანს სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან მის მიმართ ერთდროულად ისეთი პორტუგალიური კლუბები იჩენენ ინტერესს, როგორებიც "პორტო", "ბენფიკა" და "სპორტინგი" არიან.

მას შემდეგ, რაც "ბენფიკამ" რეკორდულ თანხად "მანჩესტერ სიტში" ედერსონი გუშვა, ლისაბონელები აქტიურად ეძებენ ბრაზილელის ღირსეულ შემცვლელს. "არწივების" აზრით, პერეირას შეუძლია ღირსეულად შეცვალოს ედერსონი და მზად არიან "იუნაიტედს" ოფიციალური წინადადებითაც მიმართონ.

"პორტო" აქტიურად ეძებს ლეგენდარული იკერ კასილიასის შემცველელს, ესპანელს "დრაკონებთან" კონტრაქტი უმთავრდება და სრულიად უფასოდ დატოვებს "პორტოს" რიგებს. სწორედ ამიტომ, "პორტო" დაინტერესებულია ინგლისელთა კარის დარაჯით და მზად არის ახალგაზრდა კიპერისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

პერიერას მიმართ ინტერესს იჩენს ლისაბონის "სპორტინგიც", რომელიც აქტიურად ეძებს რუი პატრისიოს შემცველელს, რადგან რუიმ შესაძლოა ლისაბონური კლუბი დატოვოს და რომელიმე ევროპულ გრანდს მიაშუროს.

თავად მოურინიო ახალგაზრდა მეკარის მიმართ დიდი სიმპატიებითაა განწყობილი, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟოზემ პერეირაზე შემდეგი რამ განაცხადა:"პერეირა მომავალი თაობის საუკეთესო პორტუგალიელი მეკარეა".

თუმცა პორტუგალიელის მომავალი "იუნაიტედში" ბუნდოვანია. როგორც ჩანს დავიდ დე ხეა კვლავ "იუნაიტედში" დარჩება, გარდა ამისა, ჟოზე ნდობას სერხიო რომეროსაც უცხადებს. ამის ფონზე კი შესაძლოა იოელმა ინგლისი დატოვოს და ასპარეზობა სამშობლოში გააგრძელოს.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
11 ივნისი 2017 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
ამას რომეროს გაჯმევინონ ბევრად ჯობია და ეს ატამაშონ ინგლისის თასებზე.... მაგალია და თან პოტენციალი აშკარად აქ
0
№2
ავტორი: Legend Sir Alex
11 ივნისი 2017 15:08
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მართლაც კარგი ბიჭია იოელი და აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოლფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კიპერი იყოს, მაგრამ სანამ იუნაიტედში დე ხეა იქნება შანსი არ აქვს ნებიმიერ მეკარეს ვინც არ უნდა იყოს, ასევე გყვავს რომერო რომელიც იდიალური მეკარეა ზამენისათვის და შეუძლია თამამად დააუენო კარში, პერეირა კი 3 ნომრისთვის ზედმეტად ძლიერია.
0
№3
ავტორი: Mixito
11 ივნისი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ორი დღეა არ შემოვსულვარ ისე თუ ასე კაი ინფორმაციებია და რაც შეეხება თქვენ ბიჯებო გენაცვალეთ რა საიტი დადგა ფეხზე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2017 15:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პირველ გუნდში რამდენად მიეცემა შანსი არ ვიცი, მაგრამ არაა დასაკარგი მეკარე, თუ გაუშვებენ არენდით უნდა გაუშვან
0
№5
ავტორი: GeorgeBest
11 ივნისი 2017 16:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მესამე მეკარედ ძაან ცოდოა ეს კაცი
0
№6
ავტორი: kantona-7
11 ივნისი 2017 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: kashmara
ამას რომეროს გაჯმევინონ ბევრად ჯობია და ეს ატამაშონ ინგლისის თასებზე.... მაგალია და თან პოტენციალი აშკარად აქ

რომერომდე ბევრი უკლია ძმა და რატო უნდა გააგდონ და ესცინგლიანი რატო უნდა დააყენონ ვერვიგებ როცა იდეალური ზამენის მეკარეა რომერო>>>არც სიმაღლე აკლია რომეროს fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№7
ავტორი: PaLoMo
11 ივნისი 2017 16:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
arenda da morcheba yvelaferi
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ikeoni
11 ივნისი 2017 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ijara ar awyendaa
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top