თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2017, 14:47
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4727,
კომენტარები: 11
ვიქტორ ლინდელოფი: ბიოგრაფია, ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები
ახლოს გავიცნოთ "იუნაიტედის" ახალი შენაძენი.
ვიქტორ ლინდელოფი: ბიოგრაფია, ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები
ვინ არის ლინდელოფი ?

ვიქტორ იორგენ ნელსონ ლინდელოფი დაიბადა 1994 წლის ივლისში, ქალაქ ვასტერასში, რომელიც სტოკჰოლმიდან დასავლეთით, 60 მილში მდებარეობს. მანამ სანამ საფეხბურთო კარიერას დაიწყებდა ადგილობრივ Vasteras SK - ში, ირიცხებოდა IK Franke - სა და Vasteras IK - ში.

მისი პროფესიონალური დებიუტი Vasteras SK - ში 2010 წლის სექტემბერში შედგა, სადაც მან დაეხმარა გუნდს დაწინაურებულიყო შვედეთის მეორე დივიზიონში. 2011 წელს ლინდელოფი უკვე "ბენფიკამ" მიიწვია, რაზედაც შვედს უარი არ განუცხადებია. თავდაპირველად ის "ბენფიკა ბ" - ში ასპარეზობდა, სადაც 2012-13 წლების სეზონში 19 წლამდელებთა ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

"ბენფიკაში" დებიუტი 2013 წლის ოქტომბერში შედგა, თუმცა სეზონის უმეტესი ნაწილი მან მაინც რეზერვებთან ერთად გაატარა. პარალელურად ლინდელოფი შვედეთის ნაკრებში დაწინაურებას განაგრძობდა, ის 21 წლამდელებთა ნაკრებში მიიწვიეს.

2015 წელს ლინდელოფმა შვედეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 21 წლამდელებთა ჩემპიონატი მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ მისით ევროპის ბევრი გუნდი დაინტერესდა. 2015-16 წლების სეზონის მეორე ნახევარში ლინდელოფი უკვე რეგულარულად გამოდიოდა "ბენფიკას" ძირითად შემადგენლობაში, რამაც განაპირობა მისი წაყვანა შვედეთის ნაკრების მიერ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე.

როგორია მისი თამაშის სტილი ?

ლინდელოფი ე.წ "ბოლ-ფლეინგ" მცველია. მას უყვარს გრძელი გადაცემების გაკეთება და მეტოქის ნახევარზე გადასვლები. ლინდელოფს კარგი დრიბლინგი აქვს, ეს იმითაცაა განპირობებული რომ მცველის ამპლუის მიუხედავად მას კარგად შეუძლია ბურთის ტარება. არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას თუ მოთელვებს. ფეხბურთელი საკმაოდ მაღალია, რაც მას საჰაერო ორთაბრძოლებში დიდ დახმარებას უწევს.

ფიზიკური სიძლიერის მიუხედავად ის მოქნილია და კარგად იყენებს მის აღნაგობას. ლინდელოფს მარჯვენა განაპირა მცველადაც შეუძლია თამაში. ეს მისი სისწრაფითა და ბურთთან კარგი ურთიერთობითაა განპირობებული. შვედეთის ნაკრებში მას უასპარეზია მარჯვენა განაპირა მცველად, თუმცა ყველაზე მეტი სარგებელი მას მაინც ცენტრალურ დაცვაში თამაშის დროს მოაქვს.

კიდევ ერთი პლუსი, რაც მას ახასიათებს არის ის, რომ ის კარგია დაცვიდან შეტევის დაწყებაში. ლინდელოფს მარტივად შეუძლია დაცვიდან ბურთი შეტევაში გადაიტანოს.

ძლიერი მხარეები

უპირველესად რაც უნდა აღვნიშნოთ ეს გადაცემების პროცენტული მაჩვენებელია. ლინდელოფი ლიდერია მთელს ევროპაში გაკეთებული გადაცემების პროცენტული მაჩვენებლით მცველებს შორის, ამასთან ეს უკანასკნელი 90% სიზუსტით აკეთებს გადაცემებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მას უყვარს ბურთთან ყოფნა, იქნება ეს მეტოქის ნახევარზე გადასვლა თუ უბრალოდ გრძელი გადაცემის გაკეთება.

ფიზიკური ყოველი 2 ორთაბრძოლიდან ლინდელოფი ყოველთვის იგებს 1-ს მაინც. პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მას ორთაბრძოლების 60% აქვს მოგებული.

ლინდელოფი მეტოქის გასაჩერებლად აქტიურად იყენებს მის აღნაგობას, მაგრამ ამასთან ერთად ის ძალზედ აქტიურია მოთელვებში. უნდა აღინიშნოს რომ ამას ის ძალზედ "სუფთად" აკეთებს. შვედი ძალზედ კარგია დაკარგული ბურთის მოპოვებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ლინდელოფი ძალზედ აგრესიული მცველია, პორტუგალიის ჩემპიონატის 32 ჩატარებულ შეხვედრაში შვედს მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი აქვს. ეს იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ლინდელოფი ძალზედ განსწავლული მცველია.

სუსტი მხარეები

ლინდელოფის სუსტ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი გამოუცდელობა სწორი პოზიციის შერჩევაში. შვედი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და ბუნებრივია, რომ მას ამ მხრივ ბევრი აქვს სასწავლი. მას გასაუმჯობესებელი აქვს ასევე თამაში თავდასხმაში, რადგანაც შვედს გოლებისა თუ საგოლე გადაცემების დაბალი მაჩვენებელი აქვს.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟოზე მოურინიომ ის ფეხბურთელი შეიძინა, რომელსაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში გუნდისთვს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. შვედი ჯერ ძალზედ ახალგაზრდაა, თუმცა მის ასაკთან შედარებით ის ძალზედ ძლიერი მცველია, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს.

ბოლოს გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ვიქტორ ლინდელოფის უკეთ გაცნობაში კიდევ ერთხელ დაგეხმარებათ.



წყარო:Outsideoftheboot.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2017 15:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ კარგი მცველია და შეუძლია უფრო განვითარება, რაც მთავარია მცველის კვალობაზე საკმარისი ტექნიკა აქვს
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 ივნისი 2017 15:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საფრანგეთთან კარგი იყო, მომწონს ესეთი სტილის მცველები და დიდი იმედი მაქვს რომ ბაიი და ეს ძაან მაგარ დუეტს დადებენ
0
№3
ავტორი: kashmara
11 ივნისი 2017 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მე მომწონს ეს ბიჭი იმედია ეშველება ჩვენ დაცვას და ბალისთან ერთად შეუბერავენ გირსეულად როგორც ჩვენ შეგვეფერება... და მარცხნივ დენი როზი მინდა შაშინლად მაგარი მარცხენა..... და ხამესი და მორატაც თუ დამატეს რავი არ ვიცი რა გამოვა... ჩემი ოცნება გრიზმანი დარჩა ბიდზანასავით ახდენელი მაგრამ მემაინც მგონია რო გრიზმანი მაინც მოვა ჩვენტან მომავალ წელს... და ხამესის გამართლების გჯერათ დზმებო რატომგაც მგონია რო ვერ გაქაჩავს ინგლსში არა ფიზიკურად დზლიერი და არც მაგდენი სისწრაფე აქ სამწუხაროდ... აი მორტა კიდე მგონია რო ითამაშებს ცოტა ტლანქი კი მარა მიანც მგონია რო პატარა ნისტერლოი გაჩითება
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
11 ივნისი 2017 15:17
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
არაიმედია მაქვს სამწუხაროდ ვიქტორის თამაში ნანახი, იმედია კარგად შეეწობა ბაილს და ნებიმიერი გუნდის შეტევას დააჩოქებენ.
0
№5
ავტორი: kantona-7
11 ივნისი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაი ამის ყიდვა და ცენტრში უკვე დიდი კოკნურენცია იქნება მცველების ბაილის როხოს და ლინდელოფის შორის+სმოლინგი ჯონსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: Manstark_United
11 ივნისი 2017 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
დაცვაში თითქმის მოგვარდა პრობლემა,მარცხენა მცველსაც თუ იყიდიან კარგი იქნება,მაგრამ მე პირადად მირჩევნია დარჩენილი თანხა შეტევას მოხმარდეს.მანდ კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლები გვაქვს belay
0
№7
ავტორი: PaLoMo
11 ივნისი 2017 16:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ea sa baili daglinavs centrahi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ikeoni
11 ივნისი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Magari dueti gveyoleba dzaan❤️
0
№9
ავტორი: levionok
11 ივნისი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დენი როუზი და ერთი გემრიელი ნახევარმცველი და ვპიქრობ კარგი გუნდი დადგება,მიხითარიანის მჯერავს მარსიალი უნდა აამოძრაოს მაუმ და ეგ არის ვფიქრობ შეტევების დასრულება მორატას არ გაუჭირდება და პოგბაზე სანაძლეოს ჩამოვდივარ რომ მინიმუმ 12 გოლს გაიტანს ამ სეზონში

ალბათ როხოს მარცხენა ფლანგზე განიხილავენ კარგია ასეთი მცველი რომელსაც ცენტრშიც შეუძლია და ფლანგზეც როხოს იმედიც მაქვს კარგი მეორე ნაწილი ჩაატარა წინა სეზონში თან მსოფლიო მოდის და თავს დადებენ კარგი სეზონი გამოდის ხოლმე მსოფლიოს წინ
0
№10
ავტორი: basota
20 ივნისი 2017 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top