თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2017, 14:01
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2448,
კომენტარები: 11
"პრესტონს" ჯოშ ჰაროპი სურს
ჰაროპმა შესაძლოა კარიერა სხვა კლუბში გააგრძელოს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი, ჯოშ ჰაროპი ჩემპიონოშიპის ბინადარ "პრესტონის" ინტერესის სფეროში მოექცა. ინგლისელები მზად არიან მის სანაცვლოდ საჭიროების შემთხევაში მიზერული თანხა, 600 ათასი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც მოგეხსენებათ, ჰაროპის დებიუტი პირველ გუნდში პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "კრისტალ პალასთან" გამართულ შეხვედრაში შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ინგლისელმა გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჯოშს მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედთან" ამ წლის ზაფხულში იწურება.

"პრესტონის" მთავარი მწვრთნელს, საიმონ გრეისონს უყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა და ჰაროპის შეძენის შემთხვევაში მას განიხილავს როგორც ძირითადი გუნდის წევრად. ტრანსფერს უფრო რელაურს ის ფაქტი ხდის, რომ "პრესტონს" ინგლისურ გიგანტთან ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, აქამდე მათ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ბენ პირსონი და ლიამ გრიმშოუ დაიმატეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაროპს "იუნაიტედთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, ინგლისურ გრანდს, ინგლისის ასოციაციის წესების თანახმად მაინც შეუძლია გარკვეული თანხის მოთხოვნა "პრესტონისათვის", ლაპარაკია დაახლოებით 600 ათას ფუნტზე. მაგრამ თუ კი, ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს "იუნაიტედი" არ აპირებს ისარგებლოს მინიჭებული პრივილეგიით და ჯოშს უფლებას მისცემს სრულიად უფასოდ დატოვოს გუნდი.

წყარო: manutd.one
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rooni
11 ივნისი 2017 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
kargad xumroben amas aravin argaushvebs
0
№2
ავტორი: kobinio
11 ივნისი 2017 14:04
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Xoda mere viyidot as milionad )))
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
11 ივნისი 2017 14:09
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ესე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება ესე მარტივად გავუშვათ კონტრაქტი უნდა გაუხანგრძლვონ დათუ გაშვება მხოლოდ იჯარის წესით უნდა გაუშვან ან გამოსყიდვის უფლება უნდა დაიტოვონ, აუცილებლად უნდა მიექცეს აკადემიას ყურადღება ეს მარტო არ ეხება ჰაროპს.
0
№4
ავტორი: stepno
11 ივნისი 2017 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას ვინ გაუშვებს რატოო უნდა წავიდეს ან რატო უნდა გაუშვან?? რო გაანათხოვროონ შეიძლებაა გაყიდვა გამორიცხულიაააააა
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
11 ივნისი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
არა არა ჯიგრებო ამან ისე ითამაშა პალასთან შემდეგ სეზონში მინიმუმ 10-15 მატჩში უნდა ათამაშოს ჟოზემ აუცილებლად არ ინანებს და მიტჩელიც უნდა ათამაშოს აუცილებლად
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივნისი 2017 14:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ უნდა გაუშვან შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში ამ ბიჭს
0
№7
ავტორი: kantona-7
11 ივნისი 2017 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჰაროპი არაუნდა გაუშვან და კაი იქნება თუ გაანათხოვრებენ სადმე თუმდაც ჩემპიონ შიპში>>>ჩემიაზრით უკვე დროა პერეირა დააბრუნონ და ჩვენთან ითამაშოს ძალიან მოუმატა მაგბიჭმა ამსეზონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: GeorgeBest
11 ივნისი 2017 16:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
21 წელი საკმაოდ ბევრია, თუ ვინმე დაიმატეს შემტევი, რისი შანსიც ძაან დიდია, ამის ადგილს აქ ვერ ვხედავ. სადაც მარსიალი იჩაგრება დროის უქონლობის გამო ამას დიდი დიდი 3-4 მატჩი გამოყონ სეზონში, რაც არამგონია აწყობდეს
0
№9
ავტორი: ikeoni
11 ივნისი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Miecema amas shansi aravin ar gaushvebs
0
№10
ავტორი: reddevil12
11 ივნისი 2017 19:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
ვფიქრობ ამ ბიჭს ეკუთვნის შესანიშნავი დებიუტისთვის მომდევნო სეზონში შანსი. ისეთ მატჩებში, რომლებიც მნიშვნელოვანი არ იქნება მაგალითად ინგლისის თასზე და ა.შ... შეიძლება ზამენიდან მოგებულ თამაშებზე შემოყვანაც... ამიტომ არ ღირს ასე უმოწყალოდ, საზიზღარ ფასად გაშვება...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top