ვიქტორ ლინდელოფი ჟოზე მოურინიოს პირველი ტრანსფერია. მანჩესტერ იუნაიტედს მისი შეძენა skysports-ის ინფორმაციით 38 მილიონი ფუნტ-სტერლინგი დაუჯდა. თუმცა ისმის კითხვა- გაამართლდება თუ არა გადახდილი თანხა? მოდით გავიგოთ მის შესახებ ცოტაოდენი რამ.
ასაკი : 22 წელი ეროვნება:შვედი კლუბი: ბენფიკა პოზიცია: ცენტრალური მცველი
მან კარიერა საფეხბურთო კლუბ "ვასტერასში" დაიწყო . ხოლო 2011 წელს, 17 წლის ასაკში "ბენფიკას" შეუერთდ.
2 წლის განმავლობაში იგი რესერვებში თამაშობა 2013 წლის ოქტომბრამდე როდესაც მან პირველად ითამაშა პირველ გუნდთან ერთად. თუმცა მიუხედავად ამისა იგი არ იყო სასტარტო თერთმეტეულში 2015/2016 წლის სეზონამდე როდესაც ტრავმებმა მას შანსი მიცეს რომ თავი გამოეჩინა.
მან ასევე მონაწილეობა მიიღო "ეურო 2016"-ში მან ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ჩაატარა თუმცა შვედეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და ვიქტორს მეთი შანსი აღარ მიეცა თავის გამოჩენის.
თამაშის სტილი ვიქტორ ლინდელოფი ტრადიციულ ცენტრალურ მცველად ითვლება. თუმცა, მას ასევე შუძლია მარჯვენა მცველადაც თამაში.
მის სათამაშო სტილს ხშირად რიო ფერდინანდის სათამაშო სტილსაც ადარებენ ხოლმე რადგან შვედი ინგლისელის მსგავსად არ ერიდება ყვითელი ბარათების აღებას საჭირო მომენტებში.
რას ამბობენ მასზე ?
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მე ვფიქრობ ვიქტორ ლინდელოფი შესანიშნავი მოთამაშეა. ის კარგათ თამაშობს ფენფიკაში და ასევე ეროვნული ნაკრებისთვისაც სარგებელი მოაქვს. რაც მთავარია, იგი ყოველ დღე უმჯობესდება"
"ვფიქრობ თუ არა რომ იგი საკმარისად კარგია "იუნაიტედისთვის" ? რათქმაუნდა მას ნებისმიერი კლუბში შეუძლია რომ ძირითადი თერთმეტეულში მოხვედრისთვის იბრძოლოს"
ძველი შვედეთის მწვრთნელი ლარს ლაგერბაქი: " მე ვფიქრობ რომ რომ ვიქტორს შეუძლია გახდეს მსოფლიო დონის მოთამაშე. ის არის სწრაფი მოთამაშე რომელასც საოცარი მოედნის ხედვა გააჩნია. მას დიდი მომავალი აქვს"