"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი" დაინტერესებულნი არიან "ფეინოოერდის" მარჯვენა მცველის რიკ კარსდოპის შეძენით, რომელმაც შთამბეჭდავათ ჩაატარა გასული სეზონი და "ფეინოოერდთან" ერთად ერედივიზიონის ჩემპიონი გახდა და ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.
როგორც იტალიური საინფორმაციო წყარო იტყობინება, "ინტერი" სერიოზულადაა დაინტერესებული ჰოლანდიელის შეძენით და მზადაა კონკურენცია გაუწიოს "მანჩესტერს" კარსდოპისთვის ბრძოლაში. იტალიური მხარე მზადა 22 წლის მცველის სანაცვლოდ 18 მილიონი გადაიხადოს.
რიკმა, მის შესაძლო ტრანსფერეზე ჰოლანდიურ Algemeen Dagblad_ს განუცხადა:"სისულელეა, მე კონტრაქტი მაკავშირებს ჩემს მშობლიურ კლუბთან და პატივი უნდა ვცე."
ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი "ფეინოოერდის" აღზრდილია, მისი კონტრაქი როტერდამულ ლუბთან 2021 წლამდეა ძალაში, "მანჩესტერის" და "ინტერის" გარდა, მის მიმართ ინტერესს გამოხატავენ, "ბაირერნი", "რომა" და "არსენალი".