რამდენიმე დღის წინ "რომას" უკვე ყოფილი თავკაცი, ლუჩიანო სპალეტი "ჯუზეპე მეაცაზე" გადაბარგდა. მან მილანური კლუბი 2 წლით ჩაიბარა.
სპალეტი და "ინტერის" ხელმძღვანელობა სერიოზული მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას და ბუნებრივია, რომ მათ ის ფეხბურთელები სჭირდებათ, რომლებიც მზად არიან "ინტერისთვის" ყველაფერი გააკეთონ. სწორედ ამას გაუსვა ხაზი იტალიელმა თავკაცმა და აღნიშნ,ა რომ თუ ვინმეს წასვლა სურს, შეუძლია წავიდეს კიდეც.
"ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ვინმეს რაიმე დავუმტკიცოთ. პირიქით, ეს მათ (იგულისხმება ფეხბურთელები) უნდა დამიმტკიცონ მე ბევრი რამ. ჩვენი მიზანია, "ინტერი" ძველ პოზიციებს დავუბრუნოთ. თუ ფეხბურთელი არ არის ჩვენით დაინტერესებული, მას შეუძლია წავიდეს. ჩვენ მას ხელს არ შევუშვლით."