ბობი ჩარლტონი , ჯორჯ ბესტი , დევიდ ბექემი , რაიან გიგზი , როდჯერ ბირნი , პოლ სკოულზი , ბილ ფოულკსიმი, ნობი სტაილზი , გარი ნევილი და კიდევ მრავალი სხვა ეს ის ბიჭები არიან რომლებიც მანჩესტერმა მსოფლიოს გააცნო , ბიჭები რომელთა ნიჭი ბასბიმ და სერ ალექსმა უყურადღებოდ არ დატოვეს , უდიდესი ფეხბურთელები რომლებიც მანჩესტერმა აღზარდა , ზემოთ ნახსენები ადამიანების ჩამოთვლისას ტანში ჟრუანტელი გაგივლის, რადგან ისინი ხომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან..
1995 წლის მაისში როდესაც მანჩესტერმა დაიბრუნდა პრემიერლიგის ტიტული, დაიწყო ბრძოლა მისი შენარჩუნებისათვის, მაგრამ რას აკეთებდა მანჩესტერი ამისათვის ? ყველას ეგონა რომ იუნაიტედი დაიწყებდა დიდი ფეხბურთელების შეძენას მაგრამ ეს ასე არ მოხდა იუნაიტედმა შემადგენლობა იგივე დატოვა ... ნუ ესე წერდნენ მაშვინ რადგან იმ დროს ახალგაზრდა ფეხბურთელი არ ითვლებოდა გუნდის გაძლიერებად , ყველა გაკვირვებით უყურებდა სერ ალექს , მაგრამ ვერავინ ვერ ბედავდა ვერაფერს რადგანაც ფერგიუსონი იმ დროს უკვე ძალძედ ავტორიტეტული პიროვნება იყო . მაგრამ მაინც როდესაც ლივერპული და ნიუკასლი ვარსკლავებს ყიდულობდა, სერ ალექსი აქცენტს ახალგაზრდა 17–18 წლის ბიჭუნებზე აკეთებდა იმ ბიჭუნებზე რომლებმაც შემდეგ მსოფლიო ფეხბურთი გადაატრიალეს მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ეხლა კი დავბრუნდეთ წარსულში სერ ბარსბის ეპოქაში , როგორც ბობი ჩარლტონი იხსენებს ბასბი ყოველთვის ცდილობდა გუნდი არა გამოცდილი ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინა , არამედ ახალგაზრდა და ენერგიული ბიჭებით , მაგრამ მიუხედავად ამისა ბასბის გუნდს სახელი არ აკლდა და ის საქვეყნოდ იყო ცნობილი
მანჩესტერული ბიჭები

სერ ბობი აქტიურად ეძებდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მას საუკეთესო სკაუტი ჰყავდა მთელ ბრიტანეთში რომელიც ყოველდღიურად ასობით ბავშვს არჩევდა და იცით ამან შედეგი რა გამოიღო ? რადა ის რომ მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა და რეზერვი ერნაირი ძალისა იყო, ეს ის წლები იყო როდესაც არ არსებოდა სათადარიგო და სასტარტო რადგანაც ყველას შეეძლო მოედანზე გამოსვლა და მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი კარგი ოდესმე მთავრდება , დამთავრდა სერ ბობის ეპოქაც , ეპოქა რომელმაც შექმნა ნამდვილი იუნაიტედი
შემდეგი წლები იუნაიტედისთვის არც თუ ისეთი კარგი აღმოჩნდა მიუხედავად მიღწევებისა რომლესაც კლუბი დროგამოშვებით აღწევდა .. ყველა ელოდა რომ გამოჩნდებოდა ადამიანი რომელიც იქნებოდა ღირსეული შემცვლელი ბასბისა , ლოდინმა დიდხანს გასტანა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, წითელ ეშმაკებში მოვიდა ალექს ფერგიუსონი რომელსაც თითსოსდა თან მოჰყვა ახალი იუნაიტედი , ალექსი თითქოსდა ბასბის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა და იუნაიტედს ახალგაზდა ფეხბურთელებით ავსევდა , მაგრამ საბედნიეროდ ამას ყოველთვის მოჰყქონდა კარგი შედეგი , იუნაიტედის ბიჭუკელები ყველას ამარცხებნენ ვინც კი მათ გზაზე დგებოდა და იგებნენ ყველაფერს რისი მოგებაც შეიძლებოდა
დღესდღეობით ექსპერთები თვლიან რომ 21 საუკუნეში წარმატების მიღწევა შეუძლებელია ახალგაზრდა ფეხბურთელებით , მაგრამ სერ ალექსი თავისი გზიდან არ გადადის და ის ყოველთის ახალგაზრდებს ენდობა, მართალია დღეს უფრო ძნელია ესეთი ბიჭებისთვის ადგილის დამკივდრება , მაგრამ სერი მათ შანს აძლევს და ყველას აქვს შესაძლებლობა თავი წარმოიჩინოს
დღეს იუნაიტედია უკვე გრანდია , მას იმდენი ფული აქვს რომ შეუძლია შეიძინოს როგორც ახალგაზრდა ყმაწვილები ასევე ჩამოყალიბებული ვარსკლავები , მაგრამ ეს არ მოხდება მანამ სანამ გუნდში ის ადამიანია რომელსაც სახელად სერ ალექს ფერგიუსონი ქვია ...
Sports.ru