ბრიტანული The Telegraph იტყობინება, რომ ალვარო მორატა "მანჩესტერ იუნაიტედს" პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. ახლა მხოლოდ მადრიდის "რეალის" თანხმობაა საჭირო, გუნდებს შორის მოლაპარაკება ტრანსფერის საბოლოო ღირებულებაზე მიმდინარეობს. მორატას ეს გადაწყვეტილება პირდაპირაა დაკავშირებული მის რეგულარულ სათამაშო დროსთან, რომელსაც ის "იუნაიტედში" გადასვლით მიიღებს.
ესპანელს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება და რეგულარული სათამაშო დრო იყო ის ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც მორატა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებას დათანხმდა.